საფრანგეთის პოლიციამ "ანჟეს" 22 წლის ალჟირელი ნახევარმცველი ფარიდ ელ მელალი ექსჰიბიციონიზმის გამო დააპატიმრა, - იტყობინება "პარიზიენი".
ის 5 მაისს, საღამოს, ქალაქის ცენტრში მდებარე თავისი სახლის ეზოში გავიდა, მეზობლის სახლის პირველ სართულზე ქალს უყურებდა და მასტურბირებდა.
ფეხბურთელმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლოს წინაშე წარდგება და ალბათ, დააჯარიმებენ.
ფარიდი ანალოგიური საქციელის გამო ადრეც იყო დაპატიმრებული. აღსანიშნავია, რომ მას კლუბმა ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე კონტრაქტი 2023 წლამდე გაუგრძელა.
ფარიდი ანალოგიური საქციელის გამო ადრეც იყო დაპატიმრებული. აღსანიშნავია, რომ მას კლუბმა ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე კონტრაქტი 2023 წლამდე გაუგრძელა.
ელ მელალიმ საფრანგეთის ვადამდე დასრულებული ჩემპიონატის 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა.