მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა კომენტარი გააკეთა პსჟ-ის ფრანგ ფორვარდ კილიან მბაპეზე და თქვა, რომ მას მსოფლიო ფეხბურთში დომინაცია შეუძლია, ამისთვის კი ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას.
"მბაპეს ყველაფერი აქვს მსოფლიო ფეხბურთში დომინაციისათვის. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამისათვის მას ძლიერ ჩემპიონატში გადასვლა სჭირდება, სადაც მისი გუნდი ისე ადვილად ვერ მოიგებს, როგორც ეს საფრანგეთში ხდება", - განაცხადა ლუკამ.
მბაპე პსჟ-ის რიგებში 2017 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში 21 წლის შემტევმა 30 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამისათვის კი მხოლოდ 33 მატჩი
დასჭირდა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კილიანის შეძენა "ლივერპულსა" და მადრიდის "რეალს" სურთ. თუმცა მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით