მბაპე - მაკრონს: ვფიქრობ, ფეხი მოტეხილი არ მაქვს

AutoSharing Option
საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ-მა "სენტ ეტიენი" 1:0 დაამარცხა და მეცამეტედ გახდა საპატიო პრიზის მფლობელი. პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო პარიზელთა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ, რომელიც დაჯილდოებაზე ყავარჯნებით მივიდა და ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გაესაუბრა.

- რაშია საქმე?
- მაინც ცოტა მტკივა.

- როგორ ფიქრობ, ფეხი მოტეხილი გაქვს?
- არა, ასე არ ვფიქრობ, ასე არ ვფიქრობ.

- საავადმყოფოში წასვლას აპირებ?
- დიახ, დაჯილდოების შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რასაც ეს ორი მოლაქლაქე ვითომ აკეთებს,ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე ათასჯერ უკეთესად აკეთებდნენ,ამათსავით არ ბოდავდნენ,ვითომ ევროპელებს ბაძავენ ვაი თქვენ თავს უბედურს.
gogia
25 ივლისი 2020 13:08
0
კოტე მახარაშე კომენტატორებში მეფე იყო! რა საუბარი, რა დიქცია, რა ხმა (ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს მსმენელებისთვის) და რაც მთავარია ფეხბურთის რეპორტაჟების ისეთი წაყვანა იცოდა, რომ კი არ გღლიდა არამედ პირიქით გსიამოვნებდა მისი მოსმენა! აი ესეთი წამყვანები უნდა იყვნენ დღევანდელი კომენტატორები.
გიორგი
25 ივლისი 2020 13:52
0
100%-ანი მართალი ხარ, მეც ნერვები მეშლება ამ ჩვენს კომენტატორებზე ,თან რამდენს ლაპარაკობენ უაზროდ, ერთი ორი წუთი დაუბრუნდებიან თამაშს, რამოდენიმე ფეხბურთელების გვარს ახსენებენ და მერე ისევ უბერავენ თავისებურად.
rezi
25 ივლისი 2020 12:37
0
გუშინ ვუყურე ამ თამაშსს და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არა პროფესიული, არა ობიექტური კომენტატორები გვყვავს. სულ, რომ გიჟდებოდე პსჟ-ზე არ უნდა დაგავიწყდეს, რომ სეტ ეტიენსაც ყავს მომხრეები და მათ მაინც უნდა სცემდე პატივს! აშკარად გამოხატავდნენ "სიმპატიას" პსჟ-ეს მიმართ. მერე რაც მთავარია, რომ ჩართავენ და აღარ გაჩერდებიან, ყვებიან ისტორიებს გასული" რამის საუკუნეების" ამბებს ფეხბურთელებზე და მათ თამაშებზე, სულ გამოერთვებიან და აღარ ახსოვთ, რომ პირდაპირი ჩართვაა და თამაშს უნდა მიყვე! მე როგორც მაყურებელი სულ არ მაინტერესებს ეს უაზრო ლაქლაქი, მე მაინტერესებს ის თამაში რომელსაც ვუყურებ. ფაქტიურად ყველა ქართველ წამყვანს ჭირს ეს სენი. პატივი ეცით გულშემატკივრებს.
ფეხბურთის გულსემატკივარი.
25 ივლისი 2020 09:36
3

სიახლეები პოპულარული