პსჟ ლიგა 1-ში დაბრუნებულ "ლანსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
პსჟ  ლიგა 1-ში დაბრუნებულ "ლანსთან" სათამაშოდ კორონავირუსით დაინფიცირებული მბაპეს, დი მარიას, ნეიმარის, ნავასის, იკარდის, პარედესისა და მარკინიოსის გარეშე გაემგზავრა და 0:1 დამარცხდა.

პარიზული გუნდი ბურთს კი ფლობდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა, "ლანსი" კი პრესინგს მიმართავდა და პირველ ტაიმში კონტრშეტევისას განაგომ ბურთი ძელს გაარტყა.

შესვენების შემდეგ "პარი სენ ჟერმენის" ახალგაზრდა მეკარე ბულკას შეცდომით განაგომ ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა. მასპინძლებმა ამის შემდეგ კიდევ ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და შეხვედრა 1:0 დასრულდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
მხოლოდ 3 მოთამაშე გამიგია ამ შემადგენლობიდან, ვიღაცეებით ითამაშა, რომ მცოდნოდა ასეთი შემადგენლობით ითამაშებდა აუცილებლად გავმაზავდი პსჟ-ს წაგებაზე
გიორგი
13:45 11-09-2020
0

სიახლეები პოპულარული