ნეიმარი VS ალვარო მოედნის გარეთაც გაგრძელდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ საფრანგეთის ლიგა 1-ში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა. პსჟ საკუთარ კედლებში მარსელის "ოლიმპიკთან" დამარცხდა - 0:1. მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა და საკმაოდ ბევრი ბარათი ვიხილეთ. თუმცა ამ მატჩში მთავარი მაინც სულ სხვა ეპიზოდი იყო. 
ყველაფერი მატჩის 96-ე წუთზე მოხდა და საბოლოოდ დიდ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ეპიზოდის მთავარი გმირები საბოლოოდ მაინც პარიზელების ვარსკვლავი - ნეიმარი და მარსელის მცველი ალვარო აღმოჩნდნენ. 

ნეიმარი მომხდარს მატჩის შემდეგ საკუთარ "ტვიტერზეც" გამოეხმაურა და ალვაროს რასიზმის  გამოვლინებაში დასდო ბრალი. 

Sportall.Ge

"ვარმა დააფიქსირა ჩემი მცირე აგრესია. ახლა კი მე მინდა დავინახო იმ რასისტის სახე,  რომელმაც მე "მაიმუნი და ბ..ის შვილი" მიწოდა." - დაწერა ნეიმ საკუთარ "ტვიტერზე". 

ახსნა-განმარტება ალვარომაც სოციალური ქსელით გააკეთა. მან  "მარსელის" ფერადკანიან  მოთამაშეებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "აქ რასიზმს ადგილი არ აქვს, უბრალოდ ხანდახან წაგება უნდა შეგვეძლოს." 
ნეიმარმაც არ დაახანა და მაშინვე უპასუხა "მარსელის" მცველის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს: "შენ არ ხარ ადამიანი, რომელიც საკუთარ შეცდომებს აღიარებს. წაგება სპორტის განუყოფელი 
ნაწილია. მე საუბარი შეურაცხყოფასა და რასიზმზე მაქვს. მე შენ პატივს არ გცემ. საუბარი გამოასწორე და იყავი კაცი... რასისტო." 

Sportall.Ge


altნეიმარმა მეტოქეს თავში მუშტი ჩაარტყა - მსაჯმა ჩხუბის გამო 97-ე

წუთზე 5 ფეხბურთელი გააძევა [VIDEO]



altნეიმარი: ვნანობ ჩემს საქციელს, იმ ნაბი....თვის ცხვირ-პირი უნდა დამელეწა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეიმარ, გეყოფა მაიმუნობა!
გია
11:20 14-09-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული