"ვფიქრობ, მბაპეს სურს გააკეთოს ის, რასაც ნეიმარი მოედანზე ქმნის..." - ემანუელე პეტიმ

AutoSharing Option
"არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელე პეტიმ პსჟ-ის თავდამსხმელზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა. 

"გარდა ფიზიკური და შესაძლო ფსიქიკური პრობლემებისა, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის დაბნეულია. მან ყველაფრის გამოსასწორებლად უკან უნდა გადადგას ნაბიჯი, რათა ორმაგად შეუტიოს. 

ვფიქრობ, მბაპეს სურს გააკეთოს ის, რასაც ნეიმარი მოედანზე ქმნის, მაგრამ რეალურად კილიანს ის შესაძლებლობები არ აქვს, რაც ბრაზილიელს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოწინააღმდეგეებმა მბაპეს ყველაზე დიდი პლუსი შეისწავლეს - ეს არის სისწრაფე. ამ ბიჭის მთავარი თვისება სპონტანურობაა და არა ინიციატივის აღება", - განაცხადა პეტიმ. 

მომზადებულია Goal-ის მიხედვით

altმბაპე ცისფერი თმით? სუპერფორვარდმა იმიჯი შეიცვალა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული