"მან უნდა იტიროს, რადგან შენნაირი მწვრთნელები არსებობენ..." - ნეიმარის მამა მწვრთნელის მიმართ განრისხებულია

AutoSharing Option
"კაენის" მთავარი მწვრთნელს, პასკალ დუპრაზს ნეიმარის მამის რისხვა თავს დაატყდა. შემთხვევა ოთხშაბათს საფრანგეთის თასზე "პარი სენ ჟერმენისა" და "კაენის" მატჩის დროს ნეიმარის ტრავმის შემდეგ მოხდა.

ბრაზიელის მამის განრისხების მიზეზი პასკალის სიტყვები გახლდათ, რომელმაც ნეიმარს მტირალა უწოდა.

"მან უნდა იტიროს, რადგან შენნაირი მწვრთნელები არსებობენ, ამ დონის მსაჯები და ჟურნალისტებთან შეკრული ხელმძღვანელები.

კი, მან უნდა იტიროს, მაგრამ ტირილის შემდეგ ის კვლავ წამოდგება და გააგრძელებს იმ ჯადოქრობას, რასაც აქამდე აკეთებდა. ნეიმარი ყველა გამოწვევას აუცილებლად უპასუხებს" - განაცხადა ფეხბურთელის მამამ.

შეგახსენებთ, ნეიმარმა ზემოხსენებულ მატჩში
ტრავმა მიიღო და 4 კვირას გამოტოვებს. რაც ყველაზე მნიშვნელვანია, ბრაზილიელი გუნდს "ბარსელონას" წინააღმდეგ გამოაკლდება. შეხვედრა 17 თებერვალს გაიმართება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ესეც მაგარი მჭერმეტყველია, კუმანის შვილის არ იყოს!!
Z.g.
11:28 15-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული