Tuttosport: მიქაუტაძის კანდიდატურა "იუვენტუსისთვის" პრიორიტეტულია

AutoSharing Option
"ტუტოსპორტის" ცნობით, "იუვენტუსი" ზამთარში შეტევის გაძლიერებას გეგმავს, რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, რომელთა შორის პრიორიტეტული "ლიონის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა.

გამოცემა წერს, რომ "ნიცასთან" მატჩის შემდეგ მიქაუტაძე საკუთარ სახლში ძარცვის მსხვერპლი გახდა, თუმცა ფეხბურთზეა კონცენტრირებული, ასევე მნიშვნელოვანია სატრანსფერო ბაზარი, "იუვენტუსი" მზადაა თავდამსხმელზე საუბარს დაუბრუნდეს, რომელიც კვარაცხელიას თანანაკრებელია და რომელიც ზაფხულში "ლიონმა" "მეცისგან" 18.5 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ფრანგული კლუბი იძულებულია ფეხბურთელები გაყიდოს.

აღნიშნულია, რომ მიქაუტაძეს ფრანგული პასპორტი აქვს, რაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან კლუბში არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე ლიმიტი ამოწურულია და მისი სამსახურით აგრეთვე "ვესტ
ჰემია" დაინტერესებული:

"მიქაუტაძე გუნდში ხელშეუხებელი ლაკაზეტის შემცვლელია, მაგრამ როდესაც ძირითად შემადგენლობაში ხვდება, თავის კვალს ტოვებს. სიმაღლიდან გამომდინარე ატიპიური ფორვარდია, თუმცა შესანიშნავი ფიზიკური მონაცემები და ტექნიკური უნარები გააჩნია, რომელთა მეშვეობით მცველებს მისი მეურვეობა უჭირთ, რადგან ბურთს კარგად ინარჩუნებს, მოედნის სიღმიდანაც უტევს და თანამედროვე თავდამსხმელია.

"ლიონის" ფინანსების მიზიდვის აუცილებლობის გათვალისწინებით, გიორგის ფასი ხელმისაწვდომია. ჯერ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ "იუვენტუსმა" შეიძლება იჯარის წესით დაიმატოს და შემდეგ შეფასებების შედეგად, აუცილებელი გამოსყიდვით 20 მილიონად საბოლოოდ შეიძინოს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
თუ გიო გადაწყვეტს რო გუნდის შეცვლის დროა იუვენტუსში გადასვლა იქნება იდეალური დღეის მდგომარეობით და რატო,,ჯერ იის რო იუვეს ფორვარდი ვლაჰოვიჩი არც თუ ისე მაგარი ფინიშერია,10-მომენტიდან 3-4 გოლს იტანს მაქსიმუმ იქიდან გამომდინარე რო სეზონის ნახევარი დამტვრეულია და როცა ბრუნდება ფორმაში არაა ამიტომ გიოს შანსი აუცილებლად მიეცემა არც თუ ისე ცოტა და მიცემული შანსის გამოყენება რო შეუძლია დაამტკიცა უკვე,,რაც შეეხება ლიონს და მის მეპატრონე მილიარდერ ტექსტორს რამოდენიმე საფეხბურთო კლუბი ყავს და არ გაუჭირდება მაგ თანხის ერთად მობილიზება, მარტივ მაგალითს გეტყვით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კრისტალ-პალასმა ლიონის ფეხბურთელებში რაიან შერკში, კორენტინ ტოლისოში, მალიკ ფოფანაში, ერნესტ ნუამაში და საიდ ბენრაჰმაში და თუნდაც მიქაუტაძეში რო გადაიხადოს თითოში 40-50 მილიონი ან ყველაში ერთად 300-მილიონამდე რატო გამორიცხავთ?ეგ ვალი ფულის გადაყრით ხოარ აიკიდა მაგ კაცმა სადღაც გადაქაჩა და ინვესტირება გააკეთა, ხოდა როგორც გადაქაჩა ისე გადმოქაჩავს,,ვილფრიდ ზაჰა ავიღოთ თუნდაც ორი წლის წინ მანჩესტერი 120-მილიონს უხდიდა კრისტალ-პალასს მერე რამდენათ გაიყიდა არ ვიცი თუმცა ეხლა ლიონშია თავისუფალ აგენტად მისული ასე რომ ნუ ნერვიულობთ ლიონი არ გავარდება მთავარია ლაკაზეტი მოცილდეს მანდაურობას და გიო გახდება მეფე ისე როგორც მეცში
gel-100
20:22 05-12-2024
0
ამ ბოლო დროს აგუეროს ვადარებ, სიმაღლით სისწრაფით ტექნიკურობით, პოზიციითაც, ვიმედოვნებ მასე უკეთესი კარიერა ექნება გიოს.
პეს 2013ში აგუეროს რო გავუგდები წინ ბურთს ვერავინ იჭერდა, გიოც ეგეთი სტილისაა ❤️
ბაჩო
15:11 04-12-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული