საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდა "მონაკოსთან".
ანგარიში მე-6 წუთზე დიოპმა გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე პარიზელებს მეორე გოლი მარიპანმა გაუტანა.
პსჟ-მა ამ სეზონში ჩემპიონატზე მე-6 მატჩი წააგო. ეს, რაც 2011 წელს Qatar Sports Investments-მა შეიძინა, ამ გუნდის უარესი შედეგია.
პსჟ 54 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ლილს" 4 ქულით ჩამორჩება და 27 თებერვალს სტუმრად "დიჟონს" დაუპირისპირდება.