რატომ ყიდულობს პსჟ ვარსკვლავებს? პასუხი მარტივია...

AutoSharing Option
კილიან მბაპეს გამარჯვებისთვის კარგი პროექტი და მოტივაცია სჭირდება. ამიტომ პსჟ-ის ხელმძღვანელობა ცდილობს, გუნდში ელიტარული ფეხბურთელები მოიყვანოს, რათა მისმა ლიდერმა თავი კარგად იგრძნოს. ამასთან ერთად კი, გუნდიც უფრო და უფრო პრესტიჟული და წარმატებული გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ "პარი სენ ჟერმენმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკვე გააღწია, მბაპეს სურს, რომ ითამაშოს უმაღლესი დონის გუნდში და მასთან ერთად მოედანზე გამოცდილი და მაღალი კლასის მქონე ფეხბურთელები იდგნენ.

ამ სეზონში პარიზელებმა შესანიშნავი ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი დაიმატეს, გუნდის პრეზიდენტმა კი სხვა მოულოდნელი ტრანსფერები დააანონსა.

ჯიჯიო დონარუმა "მილანიდან"
კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. პარიზელებს ასევე "ინტერის" ექსფებხურთელი აჩრაფ ჰაკიმიც შეუერთდა და ბოლოს ყველაზე მთავარი, მადრიდის "რეალიდან" წამოსული სერხიო რამოსი, დიდი ალბათობით, პსჟ-ს შეუერთდება. შეგახსენებთ, სერხიოსა და პარიზული გუნდის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები შედგა და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

L'Equipe-ის ცნობით, მბაპეს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს, ამის მიზეზი კი გუნდის წარუმატებელი თამაში გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ამხელა ინვესტიციები იდება, პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ ახერხებს...

ხელმძღვანელობა კილიანის შესანარჩუნებლად მსოფლიოს ვარსკვლავების გუნდში მოყვანას განაგრძობს. დარჩება თუ არა ფრანგი პარიზში, ამას დრო გვიჩვენებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altამ წარუმატებლობამ შესაძლოა მბაპეს მთელი კარიერა განსაზღვროს - მოსალოდნელი გმირობიდან ანტიგმირობამდე [PHOTO]




მკითხველის კომენტარები / 2 /
და რომელია დღეს უმაღლესი დონის გუნდი?ყველას კრიზისი აქვს და ამის საყიდელი ფული კიდევ ვის აქვს გენაცვალე?ნახევარი გუნდი უნდა შეწირო რომ მბაპემ ოიყვანო და მაგ ფულით ყველას დაბალანსებული შემადგენლობის გაკეთება ურჩევნია.ესაა რა თავის დროზე მიექციათ ყურადღება სატრანსფერო მაფიისთვის და არ იქნებოდა ასე საწუწუნო კლუბებისგანაც და ფეხბურთელებისგანაც!
აბგდ
12:28 02-07-2021
1
მიდიით ამ თავში ავარდნილი, ლაწირაკის ხუშტურებზე ირბინეთ. ვაი თქვენს პატრონს.
rezi
12:26 02-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული