ერთდროულად რამდენიმე სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ უგუნდოდ მყოფი 34 წლის არგენტინელი თავდამსხმელი ლეო მესი დიდი ალბათობით კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს და უკვე დეტალებსაც იუწყებიან.
მოლაპარაკებას "პარი სენ ჟერმენთან" ფეხბურთელის მამა აწარმოებს, რომელიც შვილის აგენტია და ხელშეკრულების ყველა დეტალზე შეუთანხმდა.
ნეიმარის შეთავაზებულ 10-ნომრიან მაისურზე მესიმ უარი თქვა და ახალ გუნდში 19 ნომერს აიღებს. ამ ნომრით ის კარიერის დასაწყისში "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრებში თამაშობდა.
RMC Sport-ის ცნობით, ლეო პარიზულ კლუბთან 2+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს და ამის შესახებ ოფიციალურად ამ უქმეებზე გამოაცხადებენ.
პსჟ იმედოვნებს,
რომ ფორვარდი კილიან მბაპე მესის ტრანსფერის შემდეგ წასვლას გადაიფიქრებს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩება გუნდში.
დაჯე დაისვენე, რას დახტიხარ, არ მოგბეზრდა ეს მაიმუნობა?