"ბრესტის" მთავარმა მწვრთნელმა მიშელ დერ-ზაქარიანმა ლიონელ მესის პსჟ-ში კარიერის გაგრძელებასთან დაკავშირებით საკუთარი ორიგინალური მოსაზრება დააფიქსირა.
"ამბობენ, საფრანგეთის ჩემპიონატი დანალექია, მაგრამ ძალიან მაგარი იქნება, თუ ამ ლიგაში სათამაშოდ ისეთი მაგარი ფეხბურთელი მოვა, როგორიც მესია.
ეს ჩემპიონატისთვის უდიდესი მიღწევა იქნება. არ დაგიმალავთ, როცა ეს აზრი თავში ამოტივტივდება, ერექცია მაქვს,"- თქვა ზაქარიანმა.
დერ-ზაქარიანი ძალიან საინტერესო მწვრთნელია, რომელმაც წარმატებებს პატარა ფრანგულ კლუბებში მიაღწია. ერთი პერიოდი კი წარმოშობით სომეხი სპეციალისტი საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას "რეიმსში" წვრთნიდა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით