ოფიციალურად - მესი პსჟ-ის ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი თვდამსხმელი ლეო მესი პსჟ-ის ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ პარიზული კლუბი თავისი "ტვიტერით" იტყობინება.

მესი საფრანგეთის დედაქალაქში ჩაფრინდა, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გულშემატკივრებს მიესალმა. ლეო სეზონში, ბონუსების ჩათვლით, დაახლოებით 35 მილიონ ევროს აიღებს.

ლიონელი "პარი სენ ჟერმენში" 30-ნომრიან მაისურს აიღებს - სწორედ ამ ნომრით დაიწყო თამაში "ბარსასა" და არგენტინის ნაკრებში.

ის 11 აგვისტოს "პარკ დე პრენსის" სტადიონზე პრესკონფერენციას ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
არ ჯობია ამ ასაკის ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ ჩვენს გუნდებში და ეროვნული ლიგა განვავითაროთ? თბილისის დინამოს მესი რომ ყოლოდა იქნებ არ წაეგო ნეფთჩისთან. ფიფია რას ფიქრობ, გეყიდა სანამ დაგასწრებდნენ!
მცოდნე
00:34 11-08-2021
3
ლა ლიგა უინტერესო ხდება,ჯერ რონალდო გაუშვეს,ეხლა მესი. არადა რეალი-ბარსას დაპირისპირება, მართლა რა სიამოვნება იყო,ამ ორი ვირტუოზი ფეხბურთელის თამაში.ეხლა ვის ვუყუროთ გრიზმანს და ბენზემას?
დავით67
00:08 11-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული