მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირება პარიზელებმა 4:2 მოიგეს და მასპინძელთა 22 წლის შემტევ ბრედლი ბარკოლას ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა, რომელმაც გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ის "პარკ დე ფრანსზე" ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად მიიჩნევა, მაგრამ ამას გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე არ ეთანხმება და ხვიჩას უნიკალურ მოთამაშედ აფასებს. ესპანელი ფიქრობს, რომ ქართველს 9 ნომერზე თამაშიც შეუძლია.
ამის მიუხედავად, პსჟ-ის ფანები კვარაცხელიას ტრანსფერით გაკვირვებულნი
"ბარკოლა ამ სეზონში კვარაცხელიას სჯობს. არ ვხუმრობ, ხვიჩა შესაძლოა, სკამზე დაჯდეს. არ მესმის, რატომ იყიდა პსჟ-მა კვარაცხელია და რატომ აირჩია თავად ფეხბურთელმა ეს გუნდი".
"არ მესმის, კვარაცხელია რატომ იყიდეს?! - ეს უბრალოდ სიხარბე იყო? შენ გყავს ბარკოლა და ახლა ამის გამო შეიძლება ის წავიდეს. რა უცნაური კლუბია".
"არ მესმის რა იყო კვარაცხელიას ყიდვის მიზანი, როცა გუნდში ასეთი მაგარი ბრედლი ბარკოლა გყავს".
"რატომ იფორმებ კვარაცხელიას, როცა გყავს ბარკოლა?! - უბრალოდ, ფორვარდი უნდა გეყიდათ".
"ჩემთვის ბარკოლა კვარაცხელიას სჯობს. უცნაური ტრანსფერია, როდესაც გყავს ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა, საფრანგეთის მთავარი ვარსკვლავი გახდეს".
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ში კვარაცხელიას დებიუტი 26 იანვარს "რეიმსთან" საშინაო მატჩია მოსალოდნელი.
ძალიან კარგი თუ კონკურენცია იქნება, მთლიანობაში გუნდი მოიგებს და სამივე ითამაშებს.
აქამდე ფულით გაზულუქებული ტიპების ნაკრები იყო, ენრიკე კი მართლა გრანდს გააკეთებს.