"პარი სენ ჟერმენმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას 76 მილიონი ევრო დახარჯა, ლიონელ მესი, ჯანლუიჯი დონარუმა, სერხიო რამოსი და ჟორჟინიო ვეინალდუმი კი უფასოდ გადაიბირა.
გუნდმა 16 მილიონი ევრო დანილოში გადაიხადა, აშრაფ ჰაკიმის პარიზში ჩასაყვანად კი 60 მილიონი ევრო გაიღო. მსგავსი დონის ფეხბურთელების მოყვანასთან ერთად კლუბის ხელმძღვანელობას კარზე ფინანსურმა სანქციებმა დაუკაკუნა. აქედან გამომდინარე, ფრანგებს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ.
Le Parisien-ის თქმით, კლუბი 5 ფეხბურთელს გაყიდის.
ყველაზე მეტად ყურადღებას ტილო კერერი იპყრობს. 24 წლის ცენტრალური მცველის ღირებულება 25 მილიონი ევრო გახლავთ.
ევრო 2020-ზე
იულიან დრაქსლერის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევრო გახლავთ. გუნდს რაფინია და ლეივინინ კურზავაც დატოვებენ.
როგორც ჩანს, პარიზში დიდი გადაადგილებები ჯერ კიდევ გრძელდება.
მომზადებულია marca-ს მიხედვით