პსჟ-მა ისევ გაიმარჯვა - მესი და ნეიმარი სუარესთან ბარსელონაში არიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლიგა 1-ის მესამე ტურში პსჟ-მა სტუმრად "ბრესტი" 4:2 დაამარცხა.

პარიზულ გუნდს კვლავ ვერ დაეხმარენ ახალწვეულები - დონარუმა, სერხიო რამოსი და მესი, აგრეთვე ნეიმარი. "მუნდო დეპორტივო" იტყობინება, რომ მესი და ნეიმარი ბარსელონაში ჩაფრინდნენ, ქალაქის გარეუბან კასტელდეფელსში "ატლეტიკოს" თავდამსხმელ სუარესთან სახლში ისადილეს და ჯერ უცნობია, როდის დაბრუნდებიან პარიზში.

პსჟ-მა ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა, ლიდერია და 29 აგვისტოს გასვლაზე "რეიმსს" დაუპირისპირდება.

ბრესტი."ფრანსის ლე ბლე"
ბრესტი - პსჟ 2:4
გოლები: 0:1 ერერა (23), 0:2 მბაპე (36), 1:2 ონორა (42), 1:3 გუიე (73), 2:3 მუნიე
(85), 2:4 დი მარია (90)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვისაც ლეო მესი გიყვართ, წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" ბრწყინვალე სტატია, რომლის ერთი გვერდი, მთლიანად ეძღვნება ლეოს. ამ სტატიაში ყველაფერია ნათქვამი და დაწერილი, ლეოს შესახებ. ავტორია რატი შელეგია. სტატიის ავტორს, რატის უღრმესი მადლობა! მართლაცდა როგორსაც მესი იმსახურებს, ზუსტად ისე მოარტყა 10-ანში ავტორმა.
გია
21 აგვისტო 2021 18:52
0
გუშინ წავიკითხე, გავგიჟდი ისე მომეწონა. ამოვჭერი ეგ ფურცელი და შევინახე ჩემი პატარა ბიჭისთვის, რომ წამოიზრდება, ვაჩვენებ და ვეტყვი, აი ესეთი ფანტასტიკური ფეხბურთელი ყავდა საფეხბურთო სამყაროს. ავტორს დიდი მადლობა.
გიას
22 აგვისტო 2021 11:54
0
ლეო იმედია მაგ მოღალატეებთან არ მიხვალ. და საერთოდაც მაგ დამპალ სეპარატისტ კატალონიიდანაც წამოდი. შენი ღირსი არავინ არის. მე მგონი ყველამ მაგრად შეკრეს პირი შენს წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, მაგრად ხარ მაგათზე ნაწყენი, არც გამტყუნებთ. რომ სდომებოდათ ყველაფერს გააკეთებდნენ შენ, რომ დარჩენილიყავი. სიმართლე გითხრათ ამ პსჟ-ესთვისაც არ გვემეტები, ძალიან ძნელია ახალ გარემოში შეჩვევა და ადაპტაცია. რას ვიზავთ თურმე ცხოვრებაში ზუსტად იმათ არ უფასდებათ, ვინც მეტს გაიღებს.
რომც მიხვიდე, რა პირით უნდა შეგხედონ?
21 აგვისტო 2021 16:32
5
ასეთ ფეხბურთელს, როგორიცაა ლეო მესი და ასე ადვილად შეელევით, თქვენ თვითონ გამოდიხართ საწყლები. და საცოდავები.
ნიკას
22 აგვისტო 2021 17:37
0
ვაი შე საწყალო
ნიკა
21 აგვისტო 2021 18:42
1
სიტყვა სუარესსთან ორი სანით იწერება.
status quo
21 აგვისტო 2021 11:47
4
ეს ჩაკირკიტება არ მოგბეზრდათ? ხან მძიმეს იქ ნუ სვამთო, ხანაც წერტილს აქ ნუ სვამთო და ასე შემდეგ. გეტყობა მოცლილი "მოსე მწერალი" იქნები.
staus qvos.
21 აგვისტო 2021 12:36
2
ოოოოო, რა ტრიოა?!!!!! ვგიჟდებოდი ამ სამეულზე.
rezi
21 აგვისტო 2021 09:49
2
იგრიალეთ ძმებო, იგრიალეთ...
jigari
21 აგვისტო 2021 03:33
0
მე თუ ბარსა როგორც გუნდი შემჯავრდებოდა, ამას ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი, მესის მერე გახედვაც აღარ მინდა მისკენ. ასევე არ მევასება მესის ახალი გუნდიც. მესის მარტო ბარსაში ვხედავდი ყოველთვის. ასეთი ფეხბურთელი ვერ შეინარჩუნეს და რაზეა ლაპარაკი?
გია
21 აგვისტო 2021 12:33
2
თუ არ "გრიალებდა" მესი, იმიტომაც დაუფასდა რა? მე მგონი ხვდება მესი, რომ ნამეტანი თავზე გადაყოლა არ ვარგა. მიდი ლეო ატარე დრო, ბარსა და მისი მოღალატეები, ჭირსაც წაუღია.
!
21 აგვისტო 2021 11:58
1

სიახლეები პოპულარული