ლიგა 1-ის მესამე ტურში პსჟ-მა სტუმრად "ბრესტი" 4:2 დაამარცხა.
პარიზულ გუნდს კვლავ ვერ დაეხმარენ ახალწვეულები - დონარუმა, სერხიო რამოსი და მესი, აგრეთვე ნეიმარი. "მუნდო დეპორტივო" იტყობინება, რომ მესი და ნეიმარი ბარსელონაში ჩაფრინდნენ, ქალაქის გარეუბან კასტელდეფელსში "ატლეტიკოს" თავდამსხმელ სუარესთან სახლში ისადილეს და ჯერ უცნობია, როდის დაბრუნდებიან პარიზში.
პსჟ-მა ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ 3 გამარჯვება მოიპოვა, ლიდერია და 29 აგვისტოს გასვლაზე "რეიმსს" დაუპირისპირდება.
ბრესტი."ფრანსის ლე ბლე"
ბრესტი - პსჟ 2:4
გოლები: 0:1 ერერა (23), 0:2 მბაპე (36), 1:2 ონორა (42), 1:3 გუიე (73), 2:3 მუნიე (85), 2:4 დი მარია (90)