მესიმ მეტოქის ბავშვი ხელში აიყვანა და მოედანზე სურათი გადაიღო

AutoSharing Option
პსჟ-ში "რეიმსთან" გასვლით მატჩში თავდამსხმელ ლეო მესის დებიუტი შედგა. სტუმრებმა კილიან მბაპეს დუბლით 2:0 გაიმარჯვეს, მთავარი მოვლენა კი 66-ე წუთზე მოედანზე მესის შესვლა იყო.

ლეო ჯერ ძალიან შორსაა საუკეთესო ფორმისგან, მაგრამ "ოგიუსტ დელონზე" მის გამოჩენას ყველა მოუთმენლად ელოდა.

ნამატჩევს მესი თანაგუნდელ კეილორ ნავასთან ერთად საუბრობდა, როდესაც მასთან მეტოქე გუნდის მეკარე პრედრაგ რაიკოვიჩი მივიდა და სთხოვა, თავის შვილთან ერთად სურათი გადაეღო. ლეომ უარი არ უთხრა, ბავშვი ხელში დაიჭირა, ხოლო რაიკოვიჩმა სურათი გადაიღო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფეხბურთი მიყვარს სიგიჟემდე, ფეხბურთელებიდან ლეო მესი. ეხლა ისეთ გაურკვევლობაში ვარ, ვერც ბარსას თამაშებს ვუყურებ ლეო რომ არ არის და პსჟ-ეს თამაშების ყურებაც გამიჭირდება, რადგანაც არ მემეტება მესი ამ გუნდისთვის. კი ბატონო, გადასარევად დახვდა პარიზი, ისე როგორც ფახბურთის საუკეთესო ფეხბურთელს ეკუთვნოდა, მაგრამ თვითონ მესის გაუჭირდება ადაპტაცია, აქ სხვანაირ ფეხბურთს თამაშობენ, ბარსელონაში კი სხვანაირ თამაშს იყო მიჩვეული. არ ვიცი ვნახოთ, შეიძლება ვცდები.
!!!!!!
30 აგვისტო 2021 18:47
2
ასეა ლეომ დაიმსახურა უკვე დიდი ხანია პატივისცემა. ის ხომ ლეგენდაა!!!!
გიორგი
30 აგვისტო 2021 06:50
1
სულელმა ლაპორტამ როგორ სცა "პატივი" ლეოს, კარგად გამოჩნდა. არადა ლეოს სახელმა მოათრია პრეზიდენტად. მესი კი არ უნდა გაეშვათ, პირიქით ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ მისი დარჩენისთვის. და ის ზღაპრები კი რასაც გვიყვებოდნენ, თავიანთ ბებიებს მოუყვნენ.
?!!!
30 აგვისტო 2021 11:49
1

სიახლეები პოპულარული