"პასს არ მაძლევს" - პსჟ-ში დაძაბულობა იმატებს?!

AutoSharing Option
RMC Sport-ის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენში" ლიონელ მესის მისვლის შემდეგ ბრაზილიელი ნეიმარისა და ფრანგი კილიან მბაპეს ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა.

გამოცემის მიხედვით, მბაპე ნეიმარის მოქმედებებით "მონპელიესთან" (2:0) მოგებულ მატჩში უკაყოფილო დარჩა. ფრანგი 88-ე წუთზე შეცვალეს, სათადარიგოთა სკამზე დამჯდარმა კი ნეიმარისკენ ხელი გაიშვირა და იდრისა გეიეს უთხრა:

"პასს არ მაძლევს!" - ეს მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა იულიან დრაკსლერს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

შეგახსენებთ, 2022 წლის ზაფხულში მბაპესა და პსჟ-ს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის. დიდი ალბათობით, ფრანგი პარიზელებთან კონტრაქს აღარ გააგრძელებს და მადრიდის
"რეალში" გადავა. ინგლისში კი ამტკიცებენ, რომ "რეალს" სერიოზული კონკურენცია ელის - "მანჩესტერ სიტის" მფლობელები კილიანს უდიდეს ხელფასს შესთავაზებენ.


მკითხველის კომენტარები / 6 /
უბრალოდ თავის თავზე შეყვარებული ნარცისკაა. მესი, რომ მივიდა ამ პსჟ-ეში (ოხ ლაპორტა შენი ყველაფერი, მესის გაშვებისთვის) მაშინვე ეტყობოდა ამ მაიმუნს როჟაზე, რომ ვერ იყო ხასიათზე.
გია
27 სექტემბერი 2021 10:18
8
ესეც რო ტირის, აბა ქვილითაიამ რა უნდა თქვას. პას წინ ნუ მაძლევთ დავიღალე ვეღარ დავრბივარ და ფეხებში გამარტყით ბურთიო?
კ ო მ ბ ლ ე
26 სექტემბერი 2021 23:03
7
და რა ქნას? ქვილითაიას თამასის ჩანაწერები ნახოს, მიხვდეს რომ მას უფრო არ აძლევენ წინ პასს, ჩათვალოს რომ თვითონ უკეთეს სიტუაციაშია და ბედნიერი გახდეს?
ეჰ უნარ-ჩვევები როგორ ამოიღეს ეროვნული გამოცდებიდან...
superman
27 სექტემბერი 2021 10:21
2
მბაპემ ძალიან ადრეულ ასაკში მიაღწია დიდ წარმატებას, რამაც გამოიწვია მისი ასე გათამამება. იმის მაგივრად რომ დააფასოს ნეიმარის და მესის გვერდით თამაში, თავი მოაქვს. მიუხედავად იმისა რომ უნიჭიერესია, თუ ხასიათი არ გამოასწორა, თავის ამბოციებში დაიკარგება
ალექსა
26 სექტემბერი 2021 22:42
10
პასის მოთხოვნა მაგას ნიშნავს?
baggio
27 სექტემბერი 2021 01:04
4
მპაბეს და ნეიმარის ურთიერთობაში, მესი რა შუაშია? რა მესი ეუბნება ნეიმარს, კილიანს პასები არ მიაწოდოვო?! მიდით აბა ყველაფერი მესის დააბრალეთ.
?!
26 სექტემბერი 2021 21:42
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული