მესის შეცვლის შემდეგ პსჟ-მა თამაში შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში პსჟ-მა პარიზში 2:1 დაამარცხა „ლილი“.

„პარი სენ ჟერმენს“ ძალიან გაუჭირდა მეტოქის ძლევა: 31-ე წუთზე სტუმრები დავიდმა დააწინაურა, 74-ე წუთზე მარკინიოსმა დი მარიას პასით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 88-ეზე დი მარიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

პსჟ-ის თავდამსხმელი მესი სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ იკარდიმ შეცვალა. მას ჩემპიონატზე ჩატარებულ 5 მატჩში არც გოლი არ გაუტანია და არც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია. როგორც იტყობინებიან, ის ხუთშაბათს ვარჯიშზე და დღეს მატჩისას დისკომფორტს განიცდიდა და 4 ნოემბერს „ლაიპციგთან“ ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირების
წინ თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს.

პსჟ 31 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლანსს“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 10 ქულით უსწრებს და 7 ნოემბერს გასვლაზე „ბორდოს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
უბრალოდ არ გინდათ დაიჯეროთ რომ დაბერდა და ისეთი ვეღარასოდეს იქნება როგორც ახალგაზდობაში.
ასეა ეს
31 ოქტომბერი 2021 23:18
1
მესი ის ფეხბურთელია, რომლის მსგავსი მხოლოდ ერთი უნდა ჰყავდეს გუნდს და მწვრთნელმა გუნდის თამაში მასზე უნდა ააწყოს და მთელი გუნდი ძირითადად მასზედ უნდა მუშაობდეს, სწორედ ამით მიიღწევა შედეგი. მესი, რიგით ფეხბურთელად თამაშის დროს თავისი შესაძლებლობის მხოლოდ 30%-ამდე ავლენს. სადაც მბაპე და ნეიმარია იქ მესი აღარ იყო საჭირო. გახსოვთ არგენტინის თამაში უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატზე სადაც მესი რიგით ფეხბურთელად ათამაშეს, მაშინ ვერც მესიმ და ვერც ნაკრებმა ვერაფრით გაგვაკვირვეს.
ჟორა გაბრიჭიძე
30 ოქტომბერი 2021 12:01
2
თუ შეიძლება მიაქციეთ ყურადღება მშობლიურ ენას.
თუ გუნდის სახელთან გინდათ გამოიყენოთ"მა" მაშინდაწერეთ ბოლომდე "პარი სენ ჟერმენ-მა" შემოკლების შემთხვევაში "პსჟ-მა" არ გავს სწორ ჩანაწერს. "პსჟ-ემ" უფრო სწორი ხომ არ ინებოდა ?
კითხეთ სპეციალისტს
30 ოქტომბერი 2021 11:26
2
ეს საზიზღარი მესი, რა უფლება აქვს ფეხი ტკიოდეს! თან დავაზუსტოდ ვარჯიშზე დისკოფრტო იგრძნო კი არა საერთოდ არ უვარჯიშია სწორედ მაგ ტკივილის გამო და კიდევ- პსჟ-ში მისი თამაშის შესახებ- ჩემპიონთა ლიგაზე 5 გოლიდან სამი მაგის ანგარიშზეა.
არტ
30 ოქტომბერი 2021 11:15
1
მადლობ მეგობარო! უბრალოდ ვერ ვიტან როცა, მესის დაუმსახურებლად აკრიტიკებენ.
არტ-ს
30 ოქტომბერი 2021 20:55
1
სარკაზმით ვწერ მესიზე კი არა იმათზე, ვინც ყველანაირად ცდილობს მესის დაკნინებას . თურმე მესის პესეჟეში არაფერი გაუკეთებია. მესი რომ არა საინტერესოა რამდენი ქულა ექნებოდა პესეჟეს ჩემპ.ლიგაზე ამ მომენტისათვის.
არტ
30 ოქტომბერი 2021 19:21
1
ყველა გამოხმაურება
იკარდის ვანდა დაუბრუნდა, თუ იცით?
ფაბრიციო
30 ოქტომბერი 2021 10:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული