"პარი სენ ჟერმენის" ქალთა გუნდის ნახევარმცველი ამინატა დიალო რამდენიმე დღის წინ ვერსალის რეგიონალურმა პოლიციამ დააკავა.
როგორც ფრანგული L’Équipe-ი წერს, დიალოს თანაგუნდელი ხეირა ჰამრაუ ორმა ნიღბიანმა ადამიანმა გადმოიყვანა. როგორც ჩანს, ამინატა თანაგუნდელზე ორგანიზებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მიზანი კონკურენტის მოშორება გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ დიალო და ჰამრაუ პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრებში ერთად თამაშობდნენ, მსგავსი უცნაური ფაქტი კი იშვიათია.
მომზადებულია theguardian-ის მიხედვით