პსჟ-ის სამი "მგზავრი" და იმედგაცრუება - მესი, ნეიმარი და მბაპე გააკრიტიკეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში პსჟ სტუმრად 1:2 დამარცხდა "მანჩესტერ სიტისთან", ნამატჩევს კი პარიზული გუნდის ვარსკვლავები ლეო მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე გააკრიტიკეს. "ეკიპმა" ამ სამეულს ყველაზე დაბალი შეფასებები დაუწერა: მესის 4, ხოლო ნეიმარსა და მბაპეს 5-5.

ტიერი ანრი (საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ, თუ თავს შვიდი ფეხბურთელით დაიცავ. ეს შეუძლებელია. ჩემთვის სულერთია ვინ ხართ თქვენ. განაპირა მცველები მარტონი არიან, ამიტომ მოედანზე პრაქტიკულად სამი ერთზე მიდის ან სამი ორზე.

საფრანგეთში გუნდებს პსჟ-ის დაცვის გარღვევა არ შეუძლიათ,
ხოლო "მანჩესტერ სიტიმ" შეძლო. პოჩეტინიოს ხანდახან გუნდის მართვა არ ძალუძს".

ჯეიმი კარაგერი (ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი): "პსჟ პლეი-ოფში მეორე ადგილით გავიდა. მოულოდნელია იმის ყურება, როდესაც ევროპაში საუკეთესოობაზე პრეტენზიის მქონე გუნდს გატანა არ შეუძლია.

მე უბრალოდ არ მჯერა, რომ გუნდებს ფეხბურთელების თრევა შეუძლიათ. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოგება ოთხ გუნდს შეუძლია - "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულს", "ჩელსის" და "ბაიერნს". ამ გუნდებში "მგზავრები" არ არიან.  პსჟ-ს კი სამი "მგზავრი" ჰყავს და ტურნირის მოგების აბსოლუტურად არანაირი შანსი არ აქვს.

გული მწყდება, როდესაც მსგავს რამეს ვუყურებ, განსაკუთრებით მბაპეს გამო. თითქმის შემიძლია მესის გავუგო, რომელიც რაც არ უნდა იყოს 34 წლისაა, გარკვეულ მომენტებში შეუძლია თავს მოდუნების უფლება მისცეს. თუმცა, არ მგონია პსჟ-ს მისი თრევის უნარი გააჩნდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ "ბარსელონას" კარგა ხანია არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა.

მბაპე მხოლოდ 22 წლისაა! უკან უნდა ეფრინა, რათა პარტნიორებს "სიტისთან" დახმარებოდა. ის კი მოედანზე დადიოდა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა, დიდი ეპოქა მთავრდება, მესის და რონალდოს, ან პირიქით, რონალდოს და მესის ეპოქა. ფეხბურთი წინ მიდის, დღეს თუ მოედნის ათივე მოთამაშე სრულად არ იხარჯება დაცვაშიც და შეტევაშიც, იმ გუნდს ძალიან ცოტა შანსი აქვს. დააკვირდით ლივერპულის სალაჰს და მანეს, რამდენი ჩაჭრა და ართმევა აქვთ თამაშში.
ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, მესის და რონალდოს ამბიციები, გასახდელში თუ მოედანზე, უკვე ჩამორჩება მათ ფეხბურთს, დააკვირდით რონალდოს, გუნდშიც და ნაკრებშიც, ჯიუტად ურტყამს ყველა ჯარიმას, ბოლოს როდის გაიტანა ჯარიმიდან, თვითონაც არ ახსოვს, ალბათ. მესი უბრალოდ აღარ დარბის......
მომავალ წელს ამდენსაც ვეღარ გაქაჩავენ, ასაკი მატულობს და ფეხბურთიც ვითარდება, ის აღარაა, რაც თუნდაც 10 წლის წინათ
zaz197
23:30 25-11-2021
1
აბა აყაყანდით, ჩასაფრებულებო! სადაც ურტყამთ, მე პირადად, ერთი რიგითი გულსემატკივარი კარგადაც ვხვდები. მანჩესტერში, ერთი პიროვნებაც კარგად მაგრად დასეირნობდა და სულ არ ეტყობოდა თუ მინდორზე საერთოდ იყო, მაგაზე კრინტს არ ძრავთ, მაგრამ რახან მესია და არ გევასებათ (ამ ჩემს ფეხებს, თქვენ თუ არ გევასებათ) არ ვიცი შურით მოგდით, თუ რისი ბრალია, მარათონი გაქვთ გამართული, თუ ვინ უფრო მეტად გააკრიტიკებთ. მოდით რა? სუყველამ შეაყოლეთ...
მესის ფანი.
22:32 25-11-2021
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული