მესის 3 საგოლე პასი, რამოსის დებიუტი და ნეიმარის მძიმე ტრავმა... პსჟ-მ აუტსაიდერი დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში "პარი სენ ჟერმენი" "სანტ ეტიენს" ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა დენის ბუანგას გოლის წყალობით ანგარიში 23-ე წუთზე გახსნეს.

წონასწორობა მარკინიოსმა 45+2 წუთზე აღადგინა.

მეორე ნახევარში პარიზელების მხრიდან მასპინძლების კარი ანხელ დი მარიამ (79) და მარკინიოსმა (90+1) აიღეს და აქტივში მორიგი გამარჯვება ჩაიწერეს.

აღსანიშნავია, რომ სამივე ეპიზოდში პასი ლიონელ მესის ეკუთვნის, როგორც იქნა, არგენტინელმა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინა, გამოსარჩევია სერხიო რამოსის დებიუტიც, ესპანელმა მცველმა ფრანგული გუნდის შემადგენლობაში პირველი მატჩი გამართა და გუნდს მოგებაში დაეხმარა.

სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს,
88-ე წუთზე ნეიმარი ტრავმის გამო შეცვალეს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს დაზიანება საკმაოდ მძიმეა, იმედია ბრაზილიელი მოედანს მალევე დაუბრუნდება.

15 ტურის თავზე პსჟ 40 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 2 დეკემბერს, "ნიცას" წინააღმდეგ გამართავს.

"სანტ ეტიენი" 12 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციას იკავებს, შემდეგ ტურში კი (1-ელ დეკემბერს) "ბრესტს" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მესიმ ნეიმარის არჩათვლილ გოლის დროსაც გააკეთა საგოლე პასი,მაგრამ ნეიმარის ტრავმა,მართლაც ძალიან მძიმე სანახავი გამოდგა.არა მგონია იოლად გადარჩეს.ძალიან სამწუხაროა.
სოსო
20:39 28-11-2021
0
ერთი სიტყვით ნეიმარი მაგრად არის დათარსული, მერამდენედ უნდა მოიტეხოს ფეხი? მართლა ცოდოა. გამოჯამრთელებას ვუსურვებთ. ლეომ კარგად ითამაშა.
qomagi.
20:18 28-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული