დიდი ალბათობით, ზიდანი ახალ გუნდს ზაფხულში ჩაიბარებს

AutoSharing Option
2022 წლის ზაფხულში, დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი პსჟ-ს ჩაიბარებს.

ამ ამბავს RMC Sport-ის სპორტული ჟურნალისტი დანიელ რაიოლო ირწმუნება (მესის პარიზში გადასვლაზე პირველმა დანიელმა დაწერა).

"გინდათ ვთქვა, რომ ზიდანი "პარი სენ ჟერმენს" ჩაიბარებს? კარგი... 2022 წლის ივნისში ეს მოხდება. მინდა გითხრათ, რომ ზინედინი მბაპესთან ერთად პსჟ-ის წარმატებისთვის იმუშავებს" - განაცხადა რაიოლომ.

რა თქმა უნდა, ჯერ საბოლოოდ არაფერია გადაწყვეტილი, თუმცა ამ ვარიანტს უკვე ხშირად განიხილავენ, თანაც მაურისიო პოჩეტინოს დაკავებულ თანამდებობაზე წყალი შეუდგა... ზიდანთან ერთად განიხილება დიდიე დეშამის ვარიანტიც.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული