პსჟ-ში ზიდანის მწვრთნელად დანიშვნა მბაპეს გამო გადაწყვეტილია

AutoSharing Option
პსჟ-ის ყატარელ მფლობელებს უნდათ, რომ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნონ, რათა მან გუნდში თავდამსხმელი კილიან მბაპე დატოვოს.

23 წლის მბაპეს "რეალში" გადასვლა უნდა, მაგრამ პსჟ ცდილობს, მას მიღებული გადაწყვეტილება შეაცვლევინოს, - იტყობინება Sports.fr-ის ჟურნალისტი აბდელა ბულმა.

ბულმა ირწმუნება, რომ ზიდანის "პარი სენ ჟერმენის" მწვრთნელად დანიშვნა უკვე გადაწყვეტილია, მბაპეს კი კონტრაქტის 2024 წლის ზაფხულამდე გაგრძელებას სთავაზობენ.

ამ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის 19 მატჩში მბაპემ 10 გოლი (2 პენალტით) გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
მიკვირს ამდენ ხანს რომ დარჩა პსჟ-ში. დიდი ხანია გადაიზარდა საფრანგეთისთვის. 2018 წლის მაოფლიოს მერევე იყო მზად წასასვლელად. მაქსიმუმ 2019-ში. ალბათ ფინანსური კრიზისის ბრალია რომ ვერ გაბედა ვერავინ ყიდვა. თუ ჭკუა აქვს წელს წავა უეჭველი თორემ ვერასოდეს გახდება ოქროს ბურთის მფლობელი.

ლივერპულში გამიხარდებოდა მაგის მოსვლა კლოპთან, მაგრამ რეალში წავა როგორც ჩანს.
ისედაც დიდხანს დარჩა
02:17 21-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული