პოჩეტინო პსჟ-დან მიდის

AutoSharing Option
მაურისიო პოჩეტინო "პარი სენ ჟერმენს" დატოვებს.

პარიზულმა კლუბმა განაცხადა, რომ არგენტინელი სპეციალისტი გუნდიდან მიდის.

"კლუბი პოჩეტინოსა და მისი შტაბის წევრებს მადლობას უხდის და მომავალში წარმატებას უსურვებს" - წერია პსჟ-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სამხრეთამერიკელი მწვრთნელი პარიზში 2021 წლის იანვრიდან მუშაობს. ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში მადრიდის "რეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ (2:3) კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას მაურისიო. გარკვეული პერიოდის წინ იწერებოდა "მანჩესტერ იუნაიტედზე", თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ "წითელი ეშმაკები" ერიკ ტენ ჰაგმა ჩაიბარა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული