პოჩეტინო პსჟ-იდან გაშვების გამო საკმაოდ დიდ თანხას მიიღებს

AutoSharing Option
L'Equipe-ის ინფორმაციით, პსჟ გუნდის მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს კონტრაქტის გაწყვეტის გამო გადასახდელ კომპენსაციაზე შეუთანხმდა.

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ცნობით, პარიზელთა არგენტინელი თავკაცი 15 მილიონ ევროს მიიღებს.

პოჩეტინო პსჟ-ის 2021 წლის იანვრიდან მოყოლებული ავარჯიშებდა და მან გუნდი ლიგა 1-ის ჩემპიონი 2-ჯერ გახადა.

მისი სავარაუდო შემცვლელი ზინედინ ზიდანია. სახელდება კრისტოფ გალტიეს კანდიდატურაც.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული