ფრანგული კლუბი სტუმარი გუნდის ფანებს გალიაში გამოამწყვდევს

AutoSharing Option
Actu Foot-ის ცნობით, საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნებულმა "აიაჩომ" უკრაინულ "ინჰულეცს" მიბაძა და საშინაო მატჩებში სტუმარი გუნდის ფანების სპეციალურ გალიაში გამომწყვდევას აპირებს.

10 660-იან "ფრანსუა კოტიზე" ერთ სექტორში უკვე დაამონტაჟეს "ვოლიერი". ეს ცოტა არ იყოს გასაკვირია, მაგრამ კორსიკაში ყველაფერია შესაძლებელი. იქაური გულშემატკივრები ტრიბუნებზე ხშირად ჩხუბობენ და მოედანზეც გადადიან. ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიიღოს.

ამას გარდა არენაზე ყველაზე თანამედროვე სათვალთვალო კამერები დააყენეს, რათა კონტროლი სრულფასოვანი იყოს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული