"ალ-ჰილალმა" მესის სეზონურად 400 მილიონი შესთავაზა - ეს რონალდოს ამჟამინდელ ხელფასზე ორჯერ მეტია

AutoSharing Option
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საუდის არაბეთის ბინადარმა კლუბმა "ალ-ჰილალმა" არგენტინელ ვარსკვლავ ლიონელ მესის ოფიციალური წინადადება გაუკეთა და ხელფასის სახით სეზონურად 400 მილიონი ევრო შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ორჯერ მეტია იმაზე, რასაც ახლა კრიშტიანო რონალდო "ალ ნასრში" გამოიმუშავებს.

არგენტინელის ამჟამინდელი გასამრჯელო თვეში 3,375 მილიონი ევრო გახლავთ. გავრცელებული ინფორმაციით, ლეოს პრიორიტეტი ევროპაში დარჩენაა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მესის ფანი ვარ, და კი გამიხარდება კიდევ 1-2 სეზონი მაგის ტოპ ლიგებში ხილვა მაგრამ კაი რა ისეთი ოფერია არ მესმის როგორ უნდა თქვას უარი, ანუ ნახევარ მილიარდზეა საუბარი თითქმის. მე წავიდოდი, კაცმა დაწერა უკვე ყველანაირი ისტორია მეტი რაღა ქნას არ ვიცი 8 ოქროს ბურთი ექნება თუ 9 რონალდო მაინც ჯიბეში ჩაისვა და წადი ბიძია ფული აკეთე აწი, მაგ ფულის კეთებაშიც აჯობე რონალდოს :დდდ.
ABCABC
14:19 06-04-2023
2
სულელი იქნება თუ არ გადავიდა, რადგან აღარაა 20 წლის ბიჭი და მაგის ასაკში ის დატვირთვა რაც ტოპის კლუბშია, არაა სასარგებლო მაგის ჯანმრთელობისათვის.
ჟორა
10:56 06-04-2023
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული