საუდის არაბეთში უნებართვოდ წასვლის გამო პსჟ-დან ორი კვირით მოკვეთილი თავდამსხმელი ლეო მესი გუნდში დააბრუნეს და დღეს საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა.
"ეკიპის" ცნობით, პარიზულმა კლუბმა მესის ბოდიში მიიღო და დაბრუნების ნება დართო.
არგენტინელმა "ტრუასთან" მატჩი (3:1) გამოტოვა და 13 მაისს "აიაჩოსთან" ითამაშებს. მესის "ალ ჰილალში" გადასვლასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.
მან მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატის 28 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.