უარი LGBT თემის მხარდარდამჭერი მაისურის ჩაცმაზე - "გენგამის" ფეხბურთელმა მატჩში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბინადარი "გენგამის" მცველმა დონატინ გომისმა ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩში, სადაც მისი გუნდი საკუთარ მოედანზე "სოშოსთან" 0:1 დამარცხდა, მონაწილეობაზე უარი თქვა.

ამის მიზეზი კი ამ შაბათ-კვირას საფრანგეთის ლიგა 1-სა და ლიგა 2-ში LGBT თემის მხარდამჭერი კამპანიაა.

თითოეული გუნდის ყველა ფეხბურთელს აცვია მაისური, რომელსაც ცისარტყელა ზოლები აქვს, კაპიტანიც შესაბამის სამკლაურს ატარებს. მატჩების დაწყებამდე კი გამოდის ბანერი, სადაც წერია - "გეი თუ ჰეტეროსექსუალი, ჩვენ ყველას ერთნაირი მაისური გვაცვია".

ინფორმაციისთვის, 28 წლის გომისი "გენგამის" ღირსებას
2022 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში მან 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს უკვე ძალადობაა ადამიანებზე. ერთი ადგილისკენ მიექანება მსოფლიო. რაც ძაან უყვართ პიდ...ებს იქეთკენ.ყველას ოჯახში ერთი ეგეთი ვინც თვლის რომ მერე რაო და ასე შემდეგ.
გიორგი
15 მაისი 2023 02:16
0
ცნობისათვის ჩვენებურებს გუშინ ეს ჭრელი ზიზილ-პიპილო მაისურები ეცვათ. ეცით ახლა: -ქსი! -ქსი! -ქსი!
პლეხანოველი
14 მაისი 2023 11:52
27
არ ვიცი ეცვათ თუ არა, მაგრამ ზოგადად მენტალიტეტი გვაქბს მდაბიო, იმას ფიქრობენ ვაიმე გუნდმა კონტრაქტი რომ გამიწყვიტოს დავიღუპები, ვინღა ამიყვანს სხვა გუნდში, აი მაგ შავკანიანს კიდევ ეგ ჰკიდია, თავის თავის იმედი აქვს და დარწმუნებულია რომ გენგამი თუ გაუშვებს მაგის გამო სხვა გამოჩნდება მსურველი
მამუკა
14 მაისი 2023 16:19
0
ოჰო,ესაა ნამდვილი ევროპული და თან დემოკრატიული მიდგომა, ვაი ამათ პატრონს, ჭაობში მიექანებიან.
ნინო
15 მაისი 2023 15:52
0
მიქაუტაძე კიდე ჩაიცვა....
gio07
14 მაისი 2023 12:29
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული