ახალგაზრდა ფეხბურთელს სცემეს, ანუსში ხელკეტი შეურჭეს - საფრანგეთში სასამართლოს გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა

AutoSharing Option
The Guardian-ის ინფორმაციით, ფრანგი პოლიციელები თეოდორ ლუკაჰაზე ძალადობის ფაქტზე მძიმე სასჯელს გადაურჩნენ, რაც ქვეყანაში პროტესტის საფუძველი გახდა. 

2017 წელს, როცა ლუკაჰა 21 წლის იყო, პარიზის გარეუბანში მეგობრებთან ერთად ვარჯიშის შემდეგ სეირნობდა. ახალგაზრდა პოლიციელებმა დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, რაც იმით დასრულდა, რომ სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ბიჭს სახესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ურტყეს, სერიოზული ტრავმები მიაყენეს. პოლიციელებმა თეოდორს ტელესკოპური ხელკეტი ანუსში შეურჭეს, რამაც ექსფეხბურთელს ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები შეუქმნა, ის დეფეკაციისა და გაზების შეკავებას დღემდე ვერ ახერხებს. 

ბრალი სამ პოლიციელს წარუდგინეს, რომლებიც დღემდე
საფრანგეთის ძალოვან სტრუქტაში მუშაობს. მარკ-ანტუან კასტელენი დამნაშავედ სცნეს ადამიანზე ძალადობაში, რომელმაც ქრონიკული ტრავმები გამოიწვია, ხოლო დანარჩენი ორი - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ძალადობაში. 

პირველ მათგანს 1-წლიანი პირობითი სასჯელი დააკისრეს, პლუს, კასტელენი 5 წელი საჯარო მოხელის თანამდებობას ვერ დაიკავებს. დანარჩენ ორი სამთვიანი პირობითი მსჯავრითა და საჯარო სამსახურიდან 2-წლიანი ჩამოშორებით დაისაჯნენ. ამ მომენტისთვის, სამივე პოლიციელი საფრანგეთის შსს-ში მუშაობს. 

განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს შენობასთან შეკრებილი აქტივისტების პროტესტი მოჰყვა - ისინი პოლიციელებისთვის რეალური სასჯელების დაკისრებას ითხოვდნენ. 

თავად თეოდორ ლუკაჰა ამჟამად 29 წლისაა, პოლიციელებთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ საფეხბურთო კაიერის გაგრძელება ვერ მოახერხა, სხვა რაიონში გადავიდა, სადაც დედასთან ერთად ცხვრობს და სახლიდან იშვიათად გამოდის.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ანუ ავდექი და საბუთებს კი მაჩენებდა მაგრამ მე მაინც უმიზეზოდ შევასხი?...კეტმა მოქმედებაზე თავად გასცეს კითხვებს პასუხი
ცრემლსადენი გაზი
20:41 21-01-2024
8
ევროპაში ხელკეტების წესების დაცვით უყრიან. ჯერ ეკითხებიან, თუ სიამოვნებს და მერე მოქმედებენ.
15
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული