მბაპემ თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის შეხვედრაში პსჟ-მა გასვლაზე "ლორიენი" 4:1 დაამარცხა, პარიზელთა ფორვარდმა კილიან მბაპემ კი დუბლი შეასრულა, რითაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 43 გოლი მოუგროვდა.

ამ მაჩვენებლით 25 წლის ფორვარდმა პირადი რეკორდი დაამყარა, რადგან ერთ კალენდარულ სეზონში კლუბის მაისურით 43 შედეგიანი დარტყმა არასდროს განუხორციელებია.

მბაპეს 26 გოლი ლიგა 1-ში, 8 ჩემპიონთა ლიგაზე, 8 საფრანგეთის თასზე, ერთიც კი საფრანგეთის სუპერთასზე აქვს გატანილი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
წელს ოქროს ბურთს აიღებს.
დავით 67
25 აპრილი 2024 17:04
2
ძალიან მინდა რომ აიღოს - ამჟამად უძლიერესია
კახაბერი
26 აპრილი 2024 08:21
0
Რა ბელინგემი,რა მბამპე,რა კეინი. Კვარადონასია ოქროს ბურთი!
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
26 აპრილი 2024 08:21
3
თუ სექტა არ მოგწონს, თავადაც სექტანტი უნდა გახდე?? თან შენიანი, ანუ ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ??? 3-მილიონიანი ერი ვართ და დამოუკიდებლობიდან 20 წლის თავზე ძლივს წარმატებული ფეხბურთელი გვეღირსა, რა გასაკვირია, რომ ქართველების ნაწილმა შეიძლება ზედმეტად უგულშემატკივროს? რა ტეხავს? ყველა ფეხბურთელს, მომღერალს თუ სხვა ცნობილ ხალხს ისედაც ჰყავს მსოფლიოში თავგადაკლული ფანები და ქართველიც თუ ზედმეტად ეყვარება ვინმეს, ამაზე ნერვები რატომ უნდა გეშლებოდეს ქართველს?
nika
28 აპრილი 2024 02:57
0
რეალმა თუ მოიგო ლიგა ბელინგემი აიღებს ოქროს ბურთს, პსჟ-ს შემთხვევაში მბაპე, თუ გერმანულმა კლუბმა მოიგო ამ ორს ჰარი კეინიც გაუწევს კონკურენციას
მამუკა
25 აპრილი 2024 22:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული