დღევანდელი მეტოქეები და მალე თანაგუნდელები? - კვარაცხელია და იამალი შესაძლოა, ერთად მსოფლიო გრანდში აღმოჩდნენ

AutoSharing Option
ესპანური Mundo Deportivo გვაუწყებს, რომ პსჟ მსოფლიოში მორიგი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერისთვის ემზადება. პარიზელები მალე "ბარსელონას" 16 წლის ამომავალი ვარსკვლავის ლამინ იამალის სანაცვლოდ 250 მილიონ ევროს შესთავაზებენ!

ლიგა 1-ის ჩემპიონები "რეალში" გადაბარგებული კილიან მბაპეს შემცვლელს აქტიურად განიხილავენ და ასეთად სწორედ 16 წლის შემტევი ესახებათ.

თავის მხრივ, "ბლაუგრანას" ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა არ უნდა და ის ლიონელ მესის მემკვიდრედ ესახებათ, თუმცა კატალონიელთა ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით, ყველაფერი შესაძლებელია.

სხვა მხრივ, პსჟ აქტიურად განაგრძნობს კვლავ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობასაც. ყველაფერი დანამშვდილებით მას შემდეგ გვეცოდინება, რაც
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას დაასრულებს და თავად "კვარამაც" თქვა, რომ თავის მომავალზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

შეახსენებთ, რომ ხვიჩა და იამალი დღეს სწორედ ერთმანეთის მეტოქეები იქნებია. ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თბილისის დროით 23:00 საათზე საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ლიგა ჯერჯერობით არმოუგია, მარა თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია პსჟ და გრანდია აბა ვინ არის.
სიმართლე
13:46 30-06-2024
3
გრანდში თუ მარტო ტიტულს გულისხმობთ, სელტიკი, ცვრენა ზვეზდა და სხვა გუნდებიც გრანდები გამოდიან, ლაპარაკია დღესდღეობით უძლიერეს გუნდზე პსჟ_ზე და არა ტიტულოვან გუნდზე. ტიტულებსაც მოიგებს პსჟ.
სიმართლე
13:49 30-06-2024
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული