მიქაუტაძის "ლიონი" გამოცდილი ფრანგი ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის ბინადარმა "ლიონმა" გვაუწყა, რომ "მარსელიდან" 31 წლის ფრანგი ნახევარმცველი ჯორდან ვერეტუ დაიმატა და კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ოლიმპიკს" ეს გარიგება 4 მილიონი ევრო დაუჯდა, რასაც შესაძლოა, 3 მილიონი ბონუსებით დაემატოს, თანაც "მარსელი" ფეხბურთელის შემდეგი გაყიდვიდან 25%-ს მიიღებს.

ვერეტუმ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე "მარსელის" ფორმა 46 შეხვედრაში მოირგო, სადაც 5 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაცო, ამათ 75 მილიონის ხალხი არ უნდა გაეყიდათ სასწრაფოდ?
ვვვ
15:10 05-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული