ხვიჩას კონკურენტები კარგ ფორმაში არიან, პსჟ-ს ლიგის შემდეგ უჭირს - მომავალ მეტოქესთან!..

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში დამაჯერებელი ლიდერი ("მარსელს" 10 ქულით აღემატება) და დაუმარცხებელი პსჟ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მის მეტოქე "ბრესტს" ესტუმრება - შაბათს, 1-ელ თებერვალს, 20:00 საათზე (თბილისის დრო).

"სტად ფრანსის-ლა ბლე"-ზე (15 220 მაყურებელი. უეფას ეგიდით გუნდი ქალაქ გენგამში თამაშობს) ჩასატარებელ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას თავიდანვე ველით(ბრესტთან თამაშის გამოცდილება ნაპოლიდან აქვს). ბარკოლა და დემბელე დიდებულ ფორმაში არიან, შუა კვირაში ევროტურნირზე თამაშის გამო კი როტაცია მოსალოდნელია (ზაირე-ემერი ტრავმირებულია). თავის მხრივ, ბრესტელებმა თვით მადრიდის "რეალს" შეხვდნენ.

ლუის ენრიკეს ფეხბურთელებმა გასულ ტურში "რეიმსს" ზედიზედ
მესამე საშინაო შეხვედრაში ვერ აჯობეს. კვარაცხელიამ სადებიუტო მატჩში მშვენიერი ეპიზოდი შექმნა და დემბელეს გაატანინა. თუკი პარიზელები არ წააგებენ, ისტორიაში მეოთხე შემთხვევა იქნება, როცა გუნდი ზედიზედ 20 მატჩში არ დამარცხდება, მათთვის კი - პირველი.

პსჟ-მა და "ბრესტმა" 36-ჯერ ითამაშეს და "ლა ბლეს" ბინადრებს დედაქალაქელებთან ყველაზე ცუდი სტატისტიკა აქვთ - მხოლოდ 8% მოიგეს. პირველ წრეში, მე-4 ტურში, პარიზელებმა (3:1) იმარჯვეს, უსმან დემბელემ კი, ბოლო რვა შეხვედრაში 11 გოლი რომ აქვს, დუბლი შეასრულა. წინა სეზონში 2:2 ვნახეთ, სადაც ბარკოლამ ჯერ საგოლე პასი შეასრულა, ბოლოს კი გააძევეს.

Sportall.Ge

რომელი ფაქტი მეტყველებს ცუდად პსჟ-სთვის? - მიმდინარე სეზონში, ხუთი შემთხვევიდან ოთხში, როცა გუნდმა ქულები დაკარგა, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ იყო. რაც შეეხება "ბრესტს", ევროტურნირის შემდეგ 21 შესაძლებელიდან 18 ქულა აიღეს.

ბრესტელებს ერთი გამარჯვება სჭირდებათ, რათა ერიკ როის გუნდმა 20 მატჩში მეათე მოიგოს, ეს კი წინა სეზონის შედეგის გამეორება იქნება, გუნდმა საბოლოოდ მესამე ადგილი რომ დაიკავა.

ვნახოთ, შუა კვირაში დატვირთვის შემდეგ, გუნდები რას შემოგვთავაზებენ. მთავარი მსაჯი ბასტიანი იქნება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ხშირად ვხვდებით, ბოლოს კი პსჟ-ს "ლიონთან" უმსაჯა, სადაც გიორგი მიქაუტაძემ დონარუმას გაუტანა და ამას მცირე ინცინდენტიც მოჰყვა.

შაბათ ღამესვე (ჩვენი დროით კვირას, 00:05 სთ) ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენი" ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრილ "ლილს" ესტუმრება; მწვრთნელშეცვლილი გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" კვირა საღამოს (23:45 სთ) "მარსელს" ეწვევა და ეცდება, ისინი პსჟ-ს უფრო დააშოროს, თვითონ კი მიუახლოვდეს!..

alt"ხვიჩას ღვთისადმი რწმენა ეხმარება - იტალიური ეტაპი უკვე გაიარა" - ინგუშმა ფეხბურთელმა ქართველ ძმებზე ისაუბრა

altხვიჩა ისევ "ბარსელონას" ან "ლივერპულის" წინააღმდეგ... - ლიგის პლეი-ოფების მონახაზი წილისყრამდე

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბარკოლას არ ვიცნობდი და მართლა კარგი ბიჭი ყოფილა.. მაგის სკამზე დასმა როგორ შეიძლება.. ხვიჩამ უნდა თავისი ნიშა ნახოს მასთან პარალელურად თუნდაც ცენტრში..
ვახო
11:41 31-01-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული