რა არის კვარაცხელიას, პსჟ-სა და ენრიკეს მთავარი პრობლემა? - წარმატებული რეპეტიცია

AutoSharing Option
პსჟ-მა საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო და ლიდერობა გაიმყარა. ეს ამბავი ეჭვს არც იწვევდა, უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი ეტაპისთვის გუნდი რა მდგომარეობაშია. ამ მხრივ სამსჯელო დაგროვდა და სირთულეებიც გამოიკვეთა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გვაქვს...

პარიზელებს ღრმა შემადგენლობა ჰყავთ, რაც ზოგჯერ პრობლემას როგორც მთავარ მწვრთნელს, ასევე თანაგუნდელთა ურთიერთდამოკიდებულებას უქმნის. ამ კუთხით ჯერ ცუდს ვერაფერს ვამჩნევთ, თუმცა არავინ იცის, ფინიშის მოახლოებასთან ერთად რა სურათს მივიღებთ. ამაზე მწვრთნელიც ფიქრობს და ლუის ენრიკეს მთავარი რეაქცია ხშირი როტაციაა,
იმის მიუხედავად, რომ სასტარტოში მოხვედრის ფავორიტები მაინც გამოკვეთილნი არიან.

Sportall.Ge

ვსაუბრობთ შემადგენლობის სიღრმეზე, მაგრამ მეორე ტაიმის იმ მონაკეთში, როცა "ბრესტმა" ანგარიში შეამცირა, მასპინძლები ინიციატივასა და ტემპს გარკვეული პერიოდი სრულად აკონტროლებდნენ და პსჟ-ს ბურთის შენარჩუნება უჭირდა. ამის ფაქტორი ორი იყო. პირველი - მინდვრიდან სამივე შემტევი (კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა) გავიდა, დუესა და რამოშს კი მათ შესაცვლელად გარკვეული დრო დასჭირდათ. შემდეგ მათ გასათანაბრებლად წინ წასული მოწინააღმდე სივრცეების ათვისებაში დაეხმარა. და მეორე - მინდორზე ნევეშისა და ზაირე-ემერის შეყვანა იკვეთებოდა, მათ კი ტრავმა ჰქონდათ. ამისგან დაზვეული მომავალშიც არავინაა და ამ დროს მათ, ვისი შეცვლაც ვერ ხერხდება, მეტი მოეთხოვებათ, ანაც სხვა ალტერნატივები უნდა გაძლიერდეს.

"ბრესტთან" უკვე ჩემპიონთა ლიგისთვის ენრიკეს რაღაცებზე დაკვირვება მეტად მოუწევს, მაგალითად იმაზე, ეკვადორელი მცველი პაჩო როგორ იჩაგრებოდა. ის ფიზიკურად კონკურენტზე, ბრაზილელ ბერალდოზე, მაღალი და ძლიერია, მაგრამ ამ უპირატესობის გამოყენებას ფორვარდ აჟორკესთან ვერ ახერხებდა, თანაც პარიზელთა უკანახაზელს ბურთთან ურთიერთობასა და შეტევის წამოწყებაში პრობლემები გამოეკვეთა. "ბრესტთან" წინა შეხვედრებში სასტარტოში ბერალდო იყო, რომელიც გუნდში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ შეფასებას იღებდა, ასე რომ, ჩემპიონთა ლიგისთვის ენრიკემ მარკინიოსის მეწყვილეზე მეტი უნდა იფიქროს.

რაც შეეხება ხვიჩას, ის ახლა ფორვარდის პოზიციაზე საკმაოდ ხშირად ჩნდება. ისეთი ეპიზოდი, რაც მას შეექმნა, ყველამ შეიძლება ვერ გამოიყენოს, ეს ტრაგედია არაა, უბრალოდ ამ ტაქტიკაში, სადაც სუფთა თავდამსხმელი რამოში თავიდან არ იწყებს, გარემარბების მხრიდან რეალიზება მნიშვნელოვანია. კვარაცხელია მარცხენა ფლანგსა და შეტევის ცენტრში ლავირებს და ორივეგან სახიფათოა, სულ გამწვავებასა და თანაგუნდელებთან კომბინაციებზეა მომართული. მიუხედვად იმისა, ჯერ კიდევ შეჩვევის პერიოდია, "კვარა" მწვრთნელის მითითებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს, განსხვავებულ ტაქტიკას ერგება. ბურთის დაკარგვას აშკარად რომ უფრთხის და იტალიაში სადებიუტო სეზონის სითავხედე რომ არ აქვს, წინა ტურის შემდეგაც შევთავნმდით. კარგია, რომ კუთხურებს, თანაც ორივე ფლანგიდან, აწვდის, მას აქედან ხიფათის შექმნა შეუძლია. რაც "ნაპოლიში" ხდებოდა, ის არ გვინახავს, ალამთან ერთზე მეტი ფეხბურთელის თავმოყრა.

Sportall.Ge

ვფიქრობთ, "კვარას" მოედნიდან გაყვანა ნაჩქარევი იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს გამოჩნდა. შეიძლება ვიფიქროთ, ესპანელ მწვრთნელს მეორე ტაიმში ის ზედმეტად პასიური მოეჩვენა, ან სხვა ვარიანტია, მაქსიმალურად უფრთხილდება, ადაპტაციის დაჩქარებას არ ცდილობს (არადა, შეთამაშება მნიშვნელოვანია) და დატვირთული თებერვლისთვის ამზადებს. თუკი ენრიკე კონკურენციით მის გაუმჯობესებას გეგმას, მაინც შევახსენებთ - ხვიჩა საუკეთესო თვისებებს მაშინ ავლენს, როცა ბოლომდე ენდობიან და მისი სწამთ!..

საბოლოოდ, ჩემპიონთა ლიგის წინ წარმატებული რეპეტიცია ვნახეთ, ოღონდ დასკვნები და მსჯელობა ამის შემდეგაც მნიშვნელოვანია, თანაც მეორე მხარეს გასულ სეზონში ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც კარლო ანჩელოტიმაც შეაქო, დაცვა და სწრაფი შეტევები მოუწონა.

alt"კვარა" სადებიუტო გოლთან ახლოს იყო - პსჟ-მა "ბრესტს" მოუგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
რა თქმა უნდა ახალ გუნდს უნდა შეეგუოს,დრო უნდა. მაგრამ პირველი თამაში ბევრად უკეთესად ითამაშა.სულ იმის მოლოდინში ვარ როდის ვიხილავ ძველ,ლაღად მოთამაშე ხვიჩას.იმედი არ გაგვიცრუო. აბა შენ იცი ინდივიდუალურ ვარჯიშებს მეტი დრო დაუთმე.
ამაშია საქმე
13:29 02-02-2025
1
იმიტომ არ მომწონს სერია ა, რომ რა რომანტიკული სტილიც არ უნდა გქონდეს თუ მარადონა არ ხარ იქაური მწვრთნელები პრაგმატული ფეხბურთის სქემების ჩარჩოში ჩაგსვამენ და ჩაგაბეტონებენ ტოტი დელპიერო და ბაჯო გამონაკლისები არიან მაგრამ ვაღიაროთ ამ ეტაპზე მინიმუმ კვარა არც ტოტია არც დელპიერო და მითუმეტეს არც ბაჯო. ახლა არის გუნდში და ყავს ისეთი მწვრთნელი, სადაც აქვს მაქსიმალური თავისუფლება და შეტევაში რაც უნდა აკეთოს კაცი ხმის გაგმცემი არ არის მაგრამ ეს ულიმიტო არარის.
იტალიისგან განსხვავებით პსჯ-ში მაინც და მაინც არც დაცვაში პახაობას თხოვენ, საფრანგეთში არც 2 კაცი დასდევს და არც ფეხებში ურტყამენ ისე.
თუ აათამაშებს, ლუჩო აათამაშებს.
სხვა ვარიანტი აღარ არსებობს.
მისი პოტენციალის სრულად გახსნისთვის ყველაზე კარგ ჩემპიონატში და გუნდშია.
იმედია ისევ დაუბრუნდება შედეგიან და ავანტიურულ ფეხბურთს და თუ აქაც ვერ გაიბრწყინა სეზონის ბოლომდე საკმარისი დროა ამ ტესტისთვის შეგვიძლია ჩავთვალოთ ის აღარ მოიხსენიება ტოპ ვარსკვლავების გვერდით არაქართველების გადმოსახედიდან. უბრალოდ შეხედეთ რეაქტიული ბომბდამშენებივით სწრაფები არიან თანამედროვე ვარსკვლავი შემტევები მის გუნდში ასეთებია იგივე ბარკოლა დემბელე დუე, და ამაშიც სერიოზულად უნდა მოუმატოს თორე მარტო კარგი პასით და მოედნის იდეალური ხედვით ტოპ ვარსკვლავი ვერასოდეს გახდების თუ სათანადო სისწრაფეც არ გაქვს კარგ საფინიშო დარტყმასთან ერთად ყველაფერი მის ხელთაა და ნაპოლის სადებიუტო კვარას დაქამბექებაც მის ხელშია.
Miatros
15:26 02-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული