კვარაცხელია განსხვავებულ სამეულში და კარში საფონოვი - დატვირთული პერიოდი გრძელდება

AutoSharing Option
საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში მოქმედი გამარჯვებული პსჟ მეორელიგელ "ლე მანს" სტუმრად, "სტად მარი-მარვინგტზე"(25 064) ეთამაშება - სამშაბათის საღამოს, 4 თებერვალს(თბილისის დროით უკვე ოთხშაბათს, 00:10 სთ-ზე).

პარიზელებს თასის წინა ეტაპზე მესამე ლიგის წარმომადგენელთან საკმაოდ გაუჭირდათ და "ესპალის" წინააღმდეგობა ბოლოსღა დაძლიეს (გოლები: ზაირე-ემერი, დუე, ბარკოლა, რამოში). პსჟ ამ სტადიაზე მეთორმეტედ გავიდა და ამ პერიოდში შვიდჯერ თასი აღმართა. ბოლო ფინალი "ლიონის" წინააღმდეგ (2:1 მოიგეს) იყო. 59 მატჩია, ლუის ენრიკეს გუნდს საშინაო არენაზე არ წაუგია.

ზაირე-ემერისგან განსხვავებით, ნევეში მომჯობინდა. მოსალოდნელია, რომ დიდებულ ფორმაში მყოფი
უსმან დემბელე დაისვენებს, ისევე როგორც ბრედლი ბარკოლა. ხვიჩა კვარაცხელია მარცხნიდან შეუტევს, მასთან ერთად კი წინა ხაზზე გომსალო რამოში და დეზირე დუე იქნებიან. როტაცია მეკარესაც შეეხება და ჯანლუიჯი დონარუმას რუსი მეკარე მატვეი საფონოვი ჩაანაცვლებს (წინა ეტაპზე ესპანელი ტენასი ვნახეთ. გუნდშია 20 წლის პორტუგალიელი მუკეც). წესით, დრო 17 წლის ცენტრალურ მცველ ტაპესა და 18 წლის მარჯვენაფლანგელ ზაგესაც უნდა მიეცეთ.

Sportall.Ge

"ლე მანს" პსჟ-სთან იშვიათი გამარჯვება 2010 წელს (1:0) აქვს, როცა მათ კარს თბილისის "დინამოდან" წასული დიდიე ოვონო იცავდა, სათადარიგო კი გიორგი მაკარიძე იყო(მანამდე აქ ამირან სანაია გამოდიოდა). დედაქალაქელთა რიგებში იმ მატჩში მამადუ სახო თამაშობდა, რომელიც ახლა ქუთაისის "ტორპედოშია." პარიზელებს მაშინ მაკელელე კაპიტნობდა, აქ იყო სერბი მატია კეჟმანი...

პსჟსა და ხვიჩა კვარაცხელიას მართლაც დატვირთული კალენდარი აქვთ - ამის შემდეგ, პარასკევს, "მონაკოსთან" შეხვედრაა, შემდეგი ორი შუა კვირა კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს დაეთმობა. თებერვლის ბოლოს გიორგი მიქაუტაძის "ლიონთან" პრინციპული დაპირისპირებაა.

"ლე მანთან" მთავარი მსაჯი საერთაშორისო დონეზე ნაკლებად ცნობილი, 39 წლის აბდელატიფ ხერაჯი იქნება.

altროგორ ითამაშა კვარაცხელიამ - სირთულეები, სიახლეები, პერსპექტივები...

მკითხველის კომენტარები / 5 /
ასე თუ გააგრძელა მალე სათადარიგოზე მოუწევს ჯდომა
7
3.6 მილიონი გამომწერი ჰყავდა ხვიჩას ინსტაგრამზე პსჟ- ში გადასვლამდე. ორი კვირაა რაც გადავიდა ისევ 3.6 მილიონი ჰყავს. პსჟს ფანები რატომ არ მოემატნენ? რაშია საქმე?
მეტაფანი
18:53 03-02-2025
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული