კვარაცხელია თუ არ ითამაშებს, ჩემპიონთა ლიგისთვის დასვენების მიზნით - გუნდი, რომელმაც პსჟ ყველაზე მეტჯერ დაამარცხა...

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის 21-ე ტური ადრე დაიწყება, რადგან ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის (ლილი პირდაპირ მერვედფინალშია) მონაწილეებს ძალების აღსადგენად მეტი დრო ჰქონდეთ. დღეს, 7 თებერვალს, ტურს "ბრესტი" გახსნის, თბილისის დროით უკვე ხვალ, 00:05 სთ-ზე კი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ "მონაკოს" "პარკ-დე-პრენსზე" (48 229) უმასპინძლებს.

ეს გუნდები პირველი წრის ეგიდით ერთმანეთს 19 დეკემბერს შეხვდნენ, 5 იანვარს სუპერთასი გაითამაშეს და პარიზულ კლუბს ამ შეხვედრებშიც და ზოგადადაც, შიდა არენაზე ძალიან დამაჯერებელი პერიოდი აქვს - 20 მატჩში 50 ქულა მათ გარდა ისტორიაში მხოლოდ "ლიონს" მოუპოვებია; ლუის ენრიკეს გუნდმა
ბოლო 40 საშინაო დაპირისპირებოდან 38-ში გაიტანა; უკანასკნელ 13 მატჩში 36 შედეგიანი დარტყმა აქვთ; უშალო კონკურენტ "მარსელთან" სხვაობა 10 ქულაა. აქვე გეტყვით, რომ თასის 1/4 ფინალში პარიზელებს უფრო სუსტი მეტოქე ეყოლებათ, ვიდრე აქამდე და 26 თებერვალს მე-4 ლიგის "სტად ბრიოშენს" სენტ-ბრიუში ესტუმრებიან.

პსჟ ისტორიაში ყველაზე ხშირად სწორედ "მონაკოს" შეხვდა - 113. უახლოესი მეტოქე ერთადერთია, პარიზელები 40-ზე მეტ მატჩში (48) რომ დაამარცხა, დედაქალაქში ბოლო 13 სტუმრობიდან კი 12-ში გაიტანა. ჰუტერის გუნდმა გასვლით მატჩებში ძალიან სუსტია და ჩემპიონატში სტუმრად ბოლოს ოქტომებრში გაიმარჯვა. ოთარ კიტეიშვილის "შტურმიდან" შეძენილმა, 21 წლის დანიელმა, მიკა ბირითმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და გუნდი "მარსელს" მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ორი შედეგიანი პასის მიუხედავად, ემბოლო სათადარიგო უნდა იყოს. არ იქნება სინგო, რომელმაც მეკარე დონარუმას სახე დაუზიანა.

ჟოაო ნევეში მომჯობინდა

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის მესამე შეხვედრაში (ერთი საგოლე პასი) სასტარტო შემადგენლობაში თუ არ იქნება, იმ მიზეზით, რომ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს. ჟოაო ნევეში მომჯობინდა და იმედია, ნახევარმცველი მანამდე არსებულ ფორმას დაიბრუნებს. დემბელეს ბოლო 8 შეხვედრაში 14 გოლი აქვს, ბარკოლას შვიდში - 10.

მთავარი მსაკი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი, კლემენტ ტურპინი იქნება.

ექვსეულისთვის მებრძოლი გიორგი მიქაუტაძის (4 გოლი, 1 საგოლე პასი) "ლიონი" "რეიმსს" კვირას, 9 თებერვალს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუხვდება, ხოლო, გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად, ზურიკო დავითაშვილის (7 გოლი, 2 შედეგიანი პასი) "სენტ ეტიენი" შაბათს ღამით (ჩვენი დროით კვირას, 00:05 სთ-ზე) ერთი საფეხურით ზემოთ მყოფ "რენს" უმასპინძლებს.

altრა არის კვარაცხელიას საუკეთესო მხარე - თავის ფეხბურთს არ კლავს, ამრავალფეროვნებს...

მკითხველის კომენტარები / 24 /
ძირითადშია ხვიჩა
გიორგი
23:25 07-02-2025
0
ნამდვილად ვიცი დემბელეს 25 კაციანი სუფრა გაუშლია და კვარაცხელიების ოჯახი დაუპატიჟია.თამადა ლუის ენრიკე ყოფილა.ჩიტის რძე არ აკლდა სუფრას.
ბატონო მირო
22:53 07-02-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული