ლუკა სილაგაძე "იბერია 1999"-ში დაბრუნდა

AutoSharing Option
ნახევარმცველი ლუკა სილაგაძე "იბერია 1999"-ში დაბრუნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:

"ლუკა სილაგაძე "იბერია 1999"-ში დაბრუნდა. სილაგაძე ბოლოს ლატვიური რფს-ის ღირსებას იცავდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონი და თასის გამარჯვებული გახდა. ასევე, ამ გუნდის მაისურით ლუკამ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ფეხბურთელი "იბერიაში" 2023 წლის სეზონში თამაშობდა. მან 36 მატჩში 12 გოლის გატანა და საქართველოს თასის მოპოვება შეძლო".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ცუდი ჩემპიონატი გვაქვს უსაშინლესი მეტი რო არ შეიძლება ტორპედოს გარდა არცერთი გუნდი არუქნია ღმერთს ერთი მეორეზე უარესები არიან დამიჯერეთ ერთადეთი იმედი ქართველ ერს გვაქვს ქუთაისის ტორპედოსი....
სიმართლე
18:01 08-02-2025
0

სიახლეები პოპულარული