ხვალ, 8 თებერვალს, "ბორჯღალოსნები" "ავჭალაზე" ნიდერლანდებს დაუხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ზედიზედ მეშვიდე, 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ. თამაში 15 საათზე დაიწყება.

მას შემდეგ რაც მსოფლიო თასის მონაწილეთa რაოდენობა 20-იდან 24-მდე გაიზარდა, ევროპამ დამატებით ორი ადგილი მიიღო და შესაბამისად, ავსტრალიაში 2025 წლის რაგბი ევროპის ოთხივე თასის ნახევარფინალისტი გაემგზავრება, მეხუთე გუნდი კი რეპეშაჟში ჩაერთვება.

მაგრამ ბრძოლა ამით არ მთავრდება. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები რაგბი ევროპის მე-17-ე, მიჯრით მე-8 ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვიან, რაც ავსტრალიაში უკეთეს ჯგუფში მოხვედრის გარანტიასაც იძლევა. შეგახსენებთ, საქართველომ ტიტულის დაცვა ერთი კვირის წინ დაიწყო და შვეიცარიას რეკორდული სხვაობით, 110:0 სძლია, ნიდერლანდები კი ესპანეთში 24:53 დამარცხდა.

8 ცვლილება დამწყებებში

მომავალი თამაშის წინ "ბორჯღალოსნების" სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილებაა - 3 ხაზში და 5 შერკინებაში.

სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება და ლუკა მატკავას შეუწყვილდება ვასილ ლობჟანიძე. ფრთაზე ვეტერანი სანდრო თოდუა ბრუნდება, რომელსაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ აქვს მოგებული და ნიდერლანდებთან 118-ე კეპს მოიხვეჭს. ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება დავით ნინიაშვილი. სასტარტოში ადგილი შეინარჩუნეს ცენტრებმა - თორნიკე კახოიძემ და გიორგი კვესელაძემ, ასევე ლელოების-მანქანამ, ფრთა აკაკი ტაბუცაძემ, რომელსაც 43 ლელო აქვს გატანილი და 3 ლელო აშორებს მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ათეულამდე.

როტაციის პრინციპით შეიცვალა მთელი პირველი ხაზი. ნიდერლანდებთან თამაშს იწყებენ ბურჯები გიორგი მამაიაშვილი და ირაკლი აფციაური და კვაჭი ვანო კარკაძე. უცვლელი დარჩა მეორე ხაზის წყვილი - მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე, მესამე ხაზში კი ორი ახალი სახეა: მოედანზე პირველივე წუთებიდან გავლენ ბექა გორგაძე და თორნიკე ჯალაღონია, გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე კი ამჯერადაც დამწყებებს შორისაა.

შვეიცარიასთან სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ამჯერად მარქაფაში არიან კვაჭი ირაკლი ქვათაძე, ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, 9 ნომერი გელა აფრასიძე და ფულბეკი დაჩი პაპუნაშვილი, რომლის სანაკრებო დებიუტი ერთი კვირის წინ შედგა. შვეიცარიასთან დებიუტი ჰქონდა და ამჯერადაც მარქაფაშია ცენტრი გიორგი ხაინდრავა. 23-კაციან განაცხადში ადგილი შეინარჩუნეს ბურჯმა ლუკა გოგინავამ და მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ, ხოლო მესამე ხაზში ამჯერად გიორგი ცუცქირიძეს ვიხილავთ.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

(2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი)

ა ჯგუფი. II რაუნდი. 8 თებერვალი (შაბათი)

თბილისი. ავჭალა. 15:00 საათი

საქართველო - ნიდერლანდები

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ბექა გორგაძე (პო), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 23. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი).

Rugby.ge

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"ბორჯღალოსნებმა" ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხეს და მსოფლიო თასის საგზური ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს [VIDEO]
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
რიჩარდ კოკერილი: ქომაგის იმედი ესპანეთთან მატჩშიც გვაქვს
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ცვლილებებით ნიდერლანდებში