პსჟ-ის ვარსკვლავური შემტევი ხაზი იზრდება? - კვარაცხელიას გუნდი სალაჰის ტრანსფერზე მუშაობს

AutoSharing Option
le10sport წერს, რომ "პარი სენ ჟერმენი" "ლივერპულიდან" მოჰამედ სალაჰის ტრანსფერზე მუშაობს. ფრანგული გრანდი ეგვიპტელის გარშემო შექმნილ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

მოგეხსენებათ, 32 წლის ვარსკვლავს ამ ზაფხულს "მერსისაიდელებთან" კონტრაქტი ეწურება და ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმების საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

TeamTALK-ის ცნობით, "ლივერპულმა" სალაჰთან ახალ კონტრაქტზე საუბარი დაიწყო, თუმცა ყველა სცენარისთვის არის მზად და თუ ეგვიპტელი წავა, შეტევითი ხაზის გაძლიერებისთვის 150 მილიონი ევრო უკვე გამოყო.

სალაჰის სახელს კვარაცხელიას პსჟ-ის გარდა საუდის არაბეთის კლუბებსაც უკავშირებენ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გაცვალონ ხვიჩაში არ ვარ წინააღმდეგი.
jeremo
13:47 13-02-2025
5
სალაჰი კიარა 6 ნომერზე და დაცვის ცენტრია გასაძლიერებელი რა ვერ გაიგო სპორტულმა დირეკტორმა
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული