BILD: ბარკოლამ შეიძლება პსჟ დატოვოს - კომპანი მისი თამაშის სანახავად პარიზში ჩავიდა

AutoSharing Option
"ბილდის" ცნობით, პსჟ-ის 22 წლის გარემარბით, ბრედლი ბარკოლათი "ბაიერნი" დაინტერესდა და შეიძლება მასში პარიზულ კლუბს საკმაო თანხა შესთავაზოს.

ბარკოლას თამაში ძალიან მოსწონს მიუნხენური გუნდის მწვრთნელს ვენსან კომპანის და სწორედ ბრედლიზე დასაკვირვებლად დაესწრო პსჟ-სა და "მარსელის" მატჩს. აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენა ადვილი არ იქნება, მაგრამ "ბაიერნი" ცდას არ დააკლებს.

ბარკოლამ მიმდინარე სეზონში "პარი სენ ჟერმენში" ყველა ტურნირზე 43 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა, კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, ransfermark-ის მიხედვით კი მისი ფასი
70 მილიონი ევროა.

ის პსჟ-მ 2023 წელს "ლიონისგან" 45 მილიონად შეიძინა.

ასევე დაგაინტერესებთ