"ის უნიკალურია და დემბელესა და ბარკოლასგან ამით განსხვავდება" - მაცარიმ ქართველზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ ერთმანეთს პსჟ-ს შემტევები ხვიჩა კვარაცხელია, ბრედლი ბარკოლა და უსმან დემბელე შეადარა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, "კვარა" ლუის ენრიკეს სტილს იდეალურად შეეფერება.

"თავდაპირველად ხვიჩას ახალ სტილთან ადაპტაცია დასჭირდა, ახლა კი გუნდისთვის ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელი ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველს აკლიმატიზაციისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია.

მას კარგად ვიცნობ, ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც ძალა და მაგარი დარტყმა აქვს. ეს ბიჭი დიდი პროფესიონალია და ყოველდღე ვარჯიშობს, მუდამ პოზიტიურია და თანაგუნდელებზე დადებით გავლენას ახდენს, დარწმუნებული ვარ, რომ პსჟ-ში დიდ წარმატებას
მიაღწევს.

კვარაცხელიას თამაშის სტილი ენრიკეს მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. ის უნიკალური ფეხბურთელია და დემბელესა და ბარკოლასგან სრულად განსხვავდება", - განაცხადა მაცარიმ 90min-თან ინტერვიუში

შეგახსენებთ, იტალიელი სპეციალისტი "კვარას" "ნაპოლიში", 2023/2024 წლების სეზონში წვრთნიდა, საიდანაც მაცარი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მალე გაათავისუფლეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მეგობრებო ყველა ქართველ ხალხს ჩვენი ხვიჩას გულშემატკივრებს გილოცავთ, გამარჯვებას, გისურვებთ წარმატებებს, მინდა მივმართო იმ ხალხს ვისაც გიყვართ ცუდი კომენტარების დაწერა, თქვენც გილოცავთ იცოდეთ შემდეგ ეტაპზეც გავალთ, კარგი წერეთ აწი, გაუმარჯოს საქართველოს,
იბერიელი
17:44 12-03-2025
1
"იმ" ნაპოლიში ეს აღმოჩნდა ყველაზე კარგი კაცი...
გიო
16:41 12-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული