ნასრი "ანთალიასპორში" ჩასარიცხად თურქეთში გაფრინდა

AutoSharing Option
ფრანგი ნახევარმცველი სამირ ნასრი ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, მაგრამ მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ სიტის" მენეჯერად პეპ გვარდიოლა დაინიშნა, სათამაშო პრაქტიკა დაკარგა და დიდი ხანია კლუბის გამოცვლას აპირებს. გასულ სეზონში ის "სევილიაში" გახლდათ განათხოვრებული და პრიმერას 23 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

BBC-ს ცნობით, სამირი დღეს თურქეთში ჩაფრინდა, სადაც "ანთალიასპორში" ჩაირიცხება. მას ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ და სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონ ევროს დაუნიშნავენ. გეცოდინებათ უთუოდ, ამ გუნდის კაპიტანი ვეტერანი კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო'ოა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული