ნასრიმ "ანტალიასპორთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ოფიციალურმა საიტმა ფრანგი ნახევარმცველის, სამირ ნასრის "ანტალიასპორში" გადასვლა გამოაცხადა.

როგორც იტყობინებიან, თურქულ კლუბს ეს ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდა, თავად ფეხბურთელი კი ახალ გუნდში იმაზე ორჯერ ნაკლებ ხელფასს აიღებს, ვიდრე "ქალაქელებში" იღებდა. ნასრის "ანტალიასპორმა" ორსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა.

შეგახსენებთ, "ანტალიასპორის" კაპიტანი ვეტერანი კამერუნელი ფორვარდი სამუელ ეტო'ოა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული