უეფამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდო აღიარა

AutoSharing Option
უეფამ ევროპის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვა. საუკეთესო მოთამაშისა და თავდამსხმელის პრიზი მადრიდის "რეალის" ფორვარდს კრიშტიანო რონალდოს გადაეცა.

საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი ბუფონი (ტურინის იუვენტუსი), საუკეთესო მცველად სერხიო რამოსი (მადრიდის რეალი), ხოლო საუკეთესო ნახევარმცველად ლუკა მოდრიჩი (მადრიდის რეალი) დაასახელეს.

ქალთა შორის საუკეთესო ფეხბურთელად კი ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველი ლიკე მარტენსი მიიჩნიეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული