ტატუ ფეხბურთელებისთვის მავნებელია

AutoSharing Option
მთელი რიგი გამოკვლევების შემდეგ, გერმანელი მეცნიერები იმ აზრამდე მივიდნენ, რომ ტატუები ნეგატიურად მოქმედებს ფეხბურთელების გამოსვლაზე, ასევე ხელს უშლის მათ აღდგენით პროცესში. ამის შესახებ გაზეთმა "ბილდმა" დაწერა.

კიოლნის სპორტული უნივერსიტეტის პროფესორი ინგო ფრობეზე მოუწოდებს საფეხბურთო კლუბებს - აუკრძალონ საკუთარ ფეხბურთელებს ტატუებს კეთება, რადგან მელანი სისხლში ხვდება.

"სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ ტატუს დახატვის შემდეგ, ფეხბურთელისგან სარგებლობა 3-5 პროცენტით მცირდება. კანი - ყველაზე დიდი ორგანოა სხეულში, ჩვენ კი მას ვწამლავთ.

შემდგომმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მელნის 60-70 პროცენტი კანში არ რჩება და სისხლში ხვდება.
შედეგად, ზარალდება აღდგენის უნარი და ადამიანი ისეთი მხნე აღარ არის, როგორც ადრე", - აღნიშნა ფრობოზემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული