თუ "რეალი" მბაპეს შეიძენდა, რონალდო "მანჩესტერში" აპირებდა დაბრუნებას

AutoSharing Option
გასულ თვეში, როდესაც თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს 14.7 მილიონი ევროს გადასახადების დამალვისათვის სასამართლოში ქონდა საქმე, "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მზად იყო მათ გუნდში დასაბრუნებლად და არც მადრიდის "რეალი" იყო ამის წინააღმდეგი.

ბლანკოსის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა პორტუგალიელი გაეყიდა და მის ნაცვლად "მონაკოსგან" 18 წლის ფორვარდი კილიან მბაპე შეეძინა, დაეკონტაქტა კიდეც მას, მაგრამ ჭაბუკ ფეხბურთელს მამამ ურჩია, რომ შეიძლებოდა ვერ გამხდარიყო კრიშტის ღირსეული მემკვიდრე და პსჟ-ში გადასვლა არჩია, სადაც ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი ექნება.

ამის შემდეგ პერესმა კრიშტიანოს გასხვისება გადაიფიქრა. ეს
ინფორმაცია ბრიტანულმა "სანდი ტაიმსმა" გაავრცელა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მორიგი სულელური ჭორი.ვინ დაიჯერებს რომ წლევანდელი ოქროს ბურთის 100% კანდიდატს რეალი გაყიდიდა,თანაც 18 წლის მბაპეს სანაცვლოდ.ამას ზიდანი დაუშვებდა?რონალდო დღევანდელ ფეხბურთში საერთოდ ცალკე განზომილებაა.ერთადერთი ფეხბურთელი რომლის დაყენებაც პელესა და მარადონას გვერდზე შეიძლება.ვისაც არ გჯერათ სტატისტიკა კარგათ წაიკითხეთ.მესისაც შეეძლო იგივე მაგრამ სპოტულ მხარეზე წინ მატერიალური დააყრნა
უბრალო
14:57 06-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული