მეძავთან ერთად ნასვამ მდგომარეობაში დაკავებულ რუნის გუნდიდან გარიცხვით დაემუქრენ

AutoSharing Option
როგორც იცით, ლივერპულის "ევერტონის" 31 წლის თავდამსხმელი უეინ რუნი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისათვის დააპატიმრეს, გირაოს გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს და 18 სექტემბერს მისი სასამართლოა დანიშნული.

ამ უსიამოვნო ფაქტმა აღაშფოთა კლუბის ხელმძღვანელობა, შრეკს 300 ათასი ფუნტით დაჯარიმებას, რაც ფეხბურთელის ორკვირიანი ხელფასია და განმეორებით მსგავს სკანდალში გახვევის შემთხვევაში გუნდიდან გარიცხვით დაემუქრენ.

"დეილი მირორი" იტყობინება, რომ წვეულებიდან დაბრუნებულ უეინს მანქანაში მეძავი ეჯდა (ახლა სექს-მუშაკს რომ ეძახიან). ეს 29 წლის ლორა სიმპსონი გახლავთ, რომელიც "შეკვეთებს" ინტერნეტით იღებს. მისი მომსახურება კლიენტს კვირაში 150 ათასი ფუნტი პლუს
ძვირფასი საჩუქრები დაუჯდება (ერთჯერად გამოძახებებზე არ გადის), ხოლო ვისაც ერთი თვით სურს მისი წაყვანა, შესაბამისად ოთხჯერ მეტი. თან, ფასდაკლება გამორიცხულია.

ლორა ამბობს, რომ ლამაზად ჩაცმა უყვარს, პრესტიჟულ რესტორნებში გემრიელი კერძების მირთმევა, ღვინის დაგემოვნება, სასიამოვნო კოპანიაში დროის ტარება, წვეულებებზე სიარული, ხშირად დადის დასავენებლად დუბაიში, მარბელასა და იბიცაზე, მალე კი საბერძნეთის კუნძულ მიკონოსზე გაემგზვრება.

რუნის მეუღლე კოლინი, რომელსაც სამი შვილი ყავს და მეოთხეს ელოდება, მომხდარი ფაქტის დროს მალიორკაში ისვენებდა და უცნობია რა რეაქცია ქონდა თანამეცხედრის საქციელზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული